თავდაცვის სამინისტროს განახლებული ვებგვერდის პრეზენტაცია
საქართველოს თავდაცვის სამინისტროში უწყების განახლებული ვებგვერდის და ორი ახალი ინტერნეტ რესურსის - საქართველოს სამხედრო ისტორიის გვერდის და ფეისბუქის ტესტების აპლიკაციის პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციას მინისტრის მოადგილე ნუკრი გელაშვილი, გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე ბრიგადის გენერალი ზაზა ჩხაიძე, სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდალი ბრიგადის გენერალი შავლეგო ტაბატაძე და უწყების დეპარტამენტებისა და გენერალური შტაბის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ. სტუმრებს პრეზენტაცია პროექტის ავტორმა, სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის წარმომადგენელმა, იასონ ნაჭყებიამ წარუდგინა. თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდისთვის ახალი და მოქნილი დიზაინი შეიქმნა, რომელიც ადაპტირებულია ყველა ტიპის შესაბამისი მოწყობილობისთვის. ჩამოყალიბდა ახალი განყოფილებები სამინისტროსა და გენერალური შტაბის სტრუქტურული ერთეულების, სოციალური მხარდაჭერის, სამხედრო განათლებისა და კარიერის, საერთაშორისო მისიების, პროფესიული განვითარების პროგრამების, უწყებრივი ჯილდოების და სხვა აქტუალური მიმართულებების შესახებ. საქართველოს სამხედრო ისტორიის ახალშექმნილი გვერდზე (https://history.mod.gov.ge) ოთხი ძირითადი განყოფილებაა წარმოდგენილი: პირველი რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები; იარაღი და საჭურველი; საქართველოს ეროვნული გმირები და წიგნი „გმირი“. 2018 წლის განმავლობაში, გვერდის ფარგლებში, ახალი განყოფილებების განვითარება იგეგმება. თავდაცვის სამინისტროს ფეისბუქის გვერდის ტესტების აპლიკაცია ფეისბუქის მომხმარებლებს საშუალებას აძლევს საკუთარი ცოდნა ისტორიულ, სამხედრო და პოლიტიკურ საკითხებში შეამოწმონ. აღნიშნულ პროექტი, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტმა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტმა განახორციელა.
თავდაცვის სამინისტრო-ის სხვა ვიდეოები
საზოგადოებრივი ორგანიზაცია „აისის" საზაფხულო კურსი...
პროექტის „ჩვენი ჯარი“ ფარგლებში თავდაცვის მინისტრი...
ჯარისკაცების წერილები ტყიბულის მუნიციპალიტეტის სკო...
ქართველი ჯარისკაცების საპასუხო ბარათები საჯარო სკო...
ავღანეთში ISAF-ის მისიაში მონაწილე ქართველი სამხედ...
თავდაცვის უწყებას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის...
გაწმენდით სამუშაოებში ეროვნული გვარდია ერთვება
მსგავსი ვიდეოები
სავალდებულო სამხედრო სამსახური განახლებული სახით აღდგება
Music Box
თავდაცვის სამინისტროს შექმნის დღესთან დაკავშირებით უწყებაში...
Irakli Garibashvili
Mikheil Saakashvili in National Defence Academy of Georgia -...
Saakashvili Mikheil - Саакашвили Mихаил
ახალგაზრდული პოლიტიკის ხედვის პრეზენტაცია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საომარი მოქმედებები ახლო აღმოსავლეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
თავდაცვის მინისტრმა კრწანისში განახლებული ინფრასტრუქტურა და...
თავდაცვის სამინისტრო
ავღანეთში დაღუპული ქართველი მეომრების განახლებული მემორიალი...
თავდაცვის სამინისტრო
სამხედრო აკადემია
culturegovge culturegovge