Mikheil Saakashvili in National Defence Academy of Georgia - 16 September, 2011
09/28/2011
განახლებული ეროვნული თავდაცვის აკადემიის კომპლექსში შედის საცხოვრებელი კორპუსები, სასადილო, საკონფერენციო, გასართობი ცენტრი, სასპორტო დარბაზები, აუზი, ღია და დახურული ტიპის სასპორტო მოედნები, სასწავლო კორპუსები, ბიბლიოთეკა, ლაზარეთი და ადმინისტრაციის შენობა. მსმენელები უზრუნველყოფილნი არიან თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, საცხოვრებელი ადგილით, კვებით, უნიფორმით, სამედიცინო მომსახურებით. აკადემიის კურსდამთავრებული იღებს ბაკალავრის ხარისხს და ლეიტენანტის სამხედრო წოდებას. აკადემია მოამზადებს ოფიცრებს ქვეითი, საინჟინრო, ლოგისტიკის, სატანკო, მექანიზირებული, არტილერიის, ავიაციის, საჰაერო თავდაცვის და კავშირგაბმულობის სპეციალიზაციით.
აკადემიაში სწავლა სრულად ფინანსდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ.
თავდაცვის აკადემიაში წელს სწავლას 150 მსმენელი იწყებს. ისინი ეროვნული გამოცდების ჩაბარებისა და ფიზიკური და ფსიქოლოგიური ტესტირების გავლის შედეგად ჩაირიცხნენ. აკადემიის პროფესორ-მასწავლებლები კონკურსის წესით შეირჩნენ. ლექციებს მათთან ერთად მსმენელებს უცხოეთიდან მოწვეული პედაგოგებიც ჩაუტარებენ. ბაკალავრიატში სწავლა 4 წლიანი, მაგისტრატურა კი 2 წლიანი იქნება. Visit Website: http://president.gov.ge
Visit Facebook: http://www.facebook.com/saakashvilimi...
Visit Twitter: http://www.twitter.com/SaakashviliM
----------------------------------------------------------------------------------------