საქართველოს სამხედრო ისტორიის ვებგვერდის პრეზენტაცია

26.05.2018 03:39

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირზე, თავდაცვის სამინისტროს ახალი ინტერნეტ რესურსის - საქართველოს სამხედრო ისტორიის პრეზენტაცია გაიმართა. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების ისტორია, ქართული იარაღ-საჭურველის მიმოხილვა, საქართველოს ეროვნული გმირების და ღვაწლმოსილი სამხედრო პირების ბიოგრაფიები, თავდაცვის სამინისტროს ტესტების აპლიკაცია - ეს იმ სიახლეთა ჩამონათვალია, რომლებსაც სტუმრები, სპეციალურად შექმნილ ინსტალაციაში, დილიდან ეცნობოდნენ. მოზარდებს, მათ მშობლებს, საქართველოს ეროვნული გმირების შთამომავლებს, რეგიონებიდან და უცხო ქვეყნებიდან ჩამოსულ ვიზიტორებს, პროექტის ავტორი, თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის თანამშრომელი, იასონ ნაჭყებია მთელი დღის განმავლობაში მასპინძლობდა. ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერები, სტუმრებს, საქართველოს ეროვნული გმირების გამოსახულებიანი მაისურებით ასაჩუქრებდნენ. საქართველოს სამხედრო ისტორიის პროექტი (https://history.mod.gov.ge), თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის მიერ განხორციელდა.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

თავდაცვის სამინისტროს განახლებული ვებგვერდის პრეზენტაცია
01:14

თავდაცვის სამინისტროს განახლებული ვებგვერდის პრეზენტაცია

თავდაცვის სამინისტრო

დროებითი მისამართი | ნათია შარმიაშვილი
06:49

დროებითი მისამართი | ნათია შარმიაშვილი

ინდიგო | INDIGO MAGAZINE

საქართველოს სამხედრო ისტორიის საზოგადოება/“დღის არხი“/“რადიო იმედი,Radio Imedi
18:34

საქართველოს სამხედრო ისტორიის საზოგადოება/“დღის არხი“/“რადიო...

რადიო იმედი

ეპიზოდი 24. სამხედრო ლოგისტიკა: ანტიკურობიდან ახალ ისტორიამდე
01:47:30

ეპიზოდი 24. სამხედრო ლოგისტიკა: ანტიკურობიდან ახალ ისტორიამდ...

მწარე პოდკასტი

მწარე პოდკასტი, ეპიზოდი 33. ხუთი მითი საქართველოს პირველ რესპუბლიკაზე
01:34:22

მწარე პოდკასტი, ეპიზოდი 33. ხუთი მითი საქართველოს პირველ რეს...

Bitter Podcast

ისტორეალობა | ნიკა ხოფერია - \"სამხედრო ისტორიის შესახებ\" | PODCASTHUB.GE |
01:06:51

ისტორეალობა | ნიკა ხოფერია - "სამხედრო ისტორიის შესახებ" | P...

Podcasthub

ლექცია 9 - 4 მხატვრული ტექსტი, რომელიც ხშირად ისტორიულ წყაროდ მიაჩნიათ
10:09

ლექცია 9 - 4 მხატვრული ტექსტი, რომელიც ხშირად ისტორიულ წყარო...

Bitter Podcast

მწარე პოდკასტი, ეპიზოდი 29. სამხედრო ისტორიის გზამკვლევი
54:06

მწარე პოდკასტი, ეპიზოდი 29. სამხედრო ისტორიის გზამკვლევი

Bitter Podcast

ყველა ვიდეო