ინფორმაცია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის შესახებ

13.07.2016 01:49

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრსა და მინისტრთა კაბინეტის წევრებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის შესახებ ინფორმაცია წარუდგინა. განათლების მინისტრი პროფესიული განვითარების სქემის ამოქმედებას წინგადადგმულ ნაბიჯად აფასებს და იმედს გამოთქვამს, რომ ცვლილებები პოზიტიური იქნება განათლების სისტემის შემდგომი სწრაფი განვითარებისთვის. “მასწავლებლების განვითარების სქემა, რომელიც ბოლო პერიოდში ინერგება, არის ძალიან პროგრესული, დასავლურ სტანდარტებზე ორიენტირებული, კრედიტებზე აგებული სქემა. პირველი ეტაპი, საპილოტო მოსინჯვა ამ სქემისა, დასრულდა. კვლევამ გამოავლინა, რომ მასწავლებლები ძირითადად მხარს უჭერენ. პირველად არის ჩვენს ისტორიაში, რომ ისეთი სქემა შევქმენით, რომელსაც ძირითადად მხარს უჭერენ. მეორე მხრივ, გამოვლინდა ხარვეზები და ერთ-ერთი მთავარი უკმაყოფილების წყარო იყო ვიდეოგაკვეთილი. ეს იყო ერთ-ერთი კომპონენტი, რომელიც რთულად და არაშესაფერისად ჩათვალეს მასწავლებლებმა. მინდა ვთქვა, რომ სხვა ცვლილებებთან ერთად, სქემას ვავითარებთ და ეს ვიდეოგაკვეთილები სავალდებულო აღარ იქნება. ამაზე ჩვენ გვქონდა კონსულტაცია მასწავლებლის პროფესიულ კავშირთან, ჩვენს სამსახურებთან. გავაჩენთ ალტერნატივას, ანუ არ ვაუქმებთ, თუმცა ეს იქნება ნებაყოფლობითი. ამის შედეგად ჩვენ მოველით, რომ გაცილებით მეტი მასწავლებელი იქნება მოტივირებული, რომ შემდეგ საფეხურებზე გადავიდეს პროფესიული მომზადების და გაცილებით უფრო ხარისხიანი გაკვეთილები ჩაატაროს და განათლება მისცეს ჩვენს მოსაწავლეებს“, - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ. ‪#‎განათლება2016‬ ‪#‎ზოგადიგანათლება2016‬ ‪#‎განათლებისრეფორმა‬ ‪#‎4პუნაქტიანიგეგმა‬

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ვებინარი მუსიკის მასწავლებლებისათვის   „ქართველი ქალი კომპოზიტორები“
01:00:27

ვებინარი მუსიკის მასწავლებლებისათვის „ქართველი ქალი კომპოზ...

განათლების ელექტრონული სახლი

სტემ ვებინარი „რადიაციის კვლევის, უსაფრთხოებისა და მონიტორინგის სისტემა“.
01:13:43

სტემ ვებინარი „რადიაციის კვლევის, უსაფრთხოებისა და მონიტორინ...

განათლების ელექტრონული სახლი

საქართველოს განათლების მინისტრი მასწავლებლებთან შეხვედრებს აგრძელებს
01:19

საქართველოს განათლების მინისტრი მასწავლებლებთან შეხვედრებს ა...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ზუგდიდში მასწავლებელთა პროფესიული გადამზადებ დიწყო

ზუგდიდში მასწავლებელთა პროფესიული გადამზადებ დიწყო

Radio Atinati

12 საჯარო სკოლაში არდადეგები გამოცხადდება
00:52

12 საჯარო სკოლაში არდადეგები გამოცხადდება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

პროექტი „ახალი სკოლის მოდელი“
06:24

პროექტი „ახალი სკოლის მოდელი“

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

მასწავლებელთა გამოცდის ტრენინგი // მოკლე ანონსი ტრენინგის შესახებ
03:45

მასწავლებელთა გამოცდის ტრენინგი // მოკლე ანონსი ტრენინგის შე...

ნატა

განათლების სამინისტროს განცხადება
01:07

განათლების სამინისტროს განცხადება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო