ზუგდიდში მასწავლებელთა პროფესიული გადამზადებ დიწყო

18.02.2017

ზუგდიდში ზოგადპროფესიულ უნარებში მასწავლებელთა გადამზადების მეორე ეტაპი მიმდინარეობს. ტრენინგები მეოთხე საჯარო სკოლაში ტარდება და მასში VII-XII კლასის მათემატიკის, ქიმიის, ფიზიკის, ბიოლოგიის, გეოგრაფიისა და ინგლისურის ენის მასწავლებლები მონაწილეობენ. საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის კახაბერ ფარცვანიას ინფორმაციით, სასწავლო კურსს, რეგიონის მასშტაბით, 1000-მდე პედაგოგი გაივლის. „ამ პროექტის ძირითადი მიზანია მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლა. ტრენინგი მონაწილეებს სასწავლო მიზნების სწორად განსაზღვრასა და ფორმულირებაში, სწავლების პროცესის ეფექტურად დაგეგმვასა და სხვადასხვა სახის განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტების გამოყენებაში დაეხმარება“, - აღნიშნა ფარცვანიამ. მასწავლებელთა გადამზადების პროექტი ”ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“ მიერ არის დაფინასებული. ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის, სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის, საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია IREX- ის ექსპერტული მხარდაჭერითა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით ხორციელდება. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI... Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/

გაზიარება: