პირველი თებერვლიდან შეზღუდვები ნაწილობრივ მოიხსნება
ხვალიდან, პირველი თებერვლიდან, ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტის, სკოლების, მაღაზიებისა და სავაჭრო ცენტრების მუშაობა. აჭარაში კვების ობიექტები სტუმრების მიღებას ღია სივრცეში შეძლებენ. სხვა რეგიონებში კი, რესტორნები ისევ ე.წ. გატანის სერვისზე იმუშავებენ. თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში გაიხსნება მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები, გარდა შაბათ-კვირისა. ტრანსპორტი კვლავ არ იმუშავებს, დაკეტილია სკოლებიც. შემდგომი ეტაპია 15 თებერვალი, როდესაც ყველა ქალაქში ღია და დახურული ბაზრობები გაიხსნება. საბავშვო ბაღების მუშაობის აღდგენა, ასევე პროფესიულ და უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში სტუდენტების აუდიტორებში დაბრუნება დაგეგმილია პირველი მარტიდან. პირველ მარტამდე ქვეყნის მასშტაბით ძალაში რჩება გადაადგილებაზე არსებული შეზღუდვა 21:00 საათიდან 05:00 საათამდე. ძალაში რჩება ყველა სხვა შეზღუდვა, მათ შორის სათხილამურო კურორტებზე. ამ ეტაპზე შეზღუდული იქნება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობაც. ასევე, ყველა ტიპის სავაჭრო ობიექტი 30-ზე მეტი თანამშრომლით, მათ შორის ბაზრობები ვალდებული იქნებიან უზრუნველყონ ორ კვირაში ერთხელ თანამშრომელთა არანაკლებ 20%-ის ტესტირება. კვების ობიექტებისთვის სავალდებულო იქნება ორ კვირაში ერთხელ თანამშრომლების 50%-ის ტესტირება. ორ კვირაში ერთხელ განხორციელდება მასწავლებელთა სისტემური ტესტირებაც. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
თებერვლიდან შეზღუდვები ნაწილობრივ იხსნება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
"გაკოტრების პირას მყოფი ბიზნესი ხელისუფლებამ დღევანდელი გადა...
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia
კორონავირუსი - საკოორდინაციო საბჭოს სხდომა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მოიხსნება თუ არა პირველი თებერვლიდან კორონაპანდემიის გამო და...
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia
დღეიდან, 25 თებერვლიდან შეზღუდვები შემსუბუქდება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ეპიდემიოლოგიური ვითარება და ვაქცინაციის გეგმა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სოლიდარობის აქცია ბათუმში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შეზღუდვების შემსუბუქება გრძელდება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster