რუხში ინგლისური ენის კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვეს
რუხის საზოგადოებრივ ცენტრში კონკურსის „დებატები გენდერის თემაზე“ ფინალი და გამარჯვებულების დაჯილდოება გაიმართა. ღონისძიება ბრიტანეთის საბჭოს მიერ, დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს კონფლიქტების, სტაბილურობისა და უსაფრთხოების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის, „ინგლისური ენა თემისთვის“ ფარგლებში მოეწყო. ფინალში ერთმანეთს ორი გუნდი შეეჯიბრა. გამარჯვებული გუნდის თითოეული მოსწავლე, ასევე მათი მენტორი მასწავლებელი, ლეპტოპით დაჯილდოვდა. ნახევარფინალისტებს წიგნის მაღაზიის ვაუჩერები გადაეცათ. პროექტის „ინგლისური ენა თემისთვის’’ პარტნიორები არიან დიდი ბრიტანეთის საელჩო საქართველოში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, საქართველოს ინგლისური ენის მასწავლებელთა ასოციაცია, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო. პროგრამა სამი კომპონენტისგან შედგება: ინგლისური ენის კლუბები, რომლებიც 2018 წლის დეკემბრიდან ფუნქციონირებს ტყვიავისა და რუხის სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საზოგადოებრივ ცენტრებში, პედაგოგების ,,ცვლილებების გამტარებლებად’’ გადამზადება და დიდი ბრიტანეთიდან მოწვეული ექსპერტის მიერ მასტერ-ტრენერების მომზადება. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საზოგადოებრივ ცენტრებში მოქმედი ინგლისური ენის კლუბები აღჭურვილია ინგლისური ენის სწავლებისთვის აუცილებელი რესურსით და ტექნიკით. ასევე, აქ ტარდება კლუბური მეცადინეობები, ფუნქციონირებს ბიბლიოთეკა. კლუბებით სარგებლობა ასევე შეუძლიათ მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ მოსწავლეებსა და ინგლისური ენის მასწავლებლებს. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI Google+: https://plus.google.com/u/1/ Twitter: https://twitter.com/Atinati1059 Instagram: https://www.instagram.com/radioatinat...
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
რუხში ინგლისური ენის კლუბი გაიხსნა (ვიდეო)
Radio Atinati
Learn Georgian language: Colors which means ფერები: video 12
learn Georgian language
სამი გოჭი (ქართულენოვანი აუდიოზღაპარი) | The Three Little Pi...
Ekaterine Papava
რუხში ფეხბურთის აკადემიის მშენებლობას საფუძველი ჩაეყარა
Radio Atinati
რუხში ძმათა სასაფლაოს აღდგენა (პირველი ნაწილი)
Radio Atinati
რუხში დევნილის საცხოვრებელი ფართის ნაწილი ხანძარმა დააზიანა
Radio Atinati
რუხში ჰიპერმარკეტი "გორგია" გაიხსნა
Radio Atinati
რუხში „მარათონი 2017“ ჩატარდა
Radio Atinati