რუხში ჰიპერმარკეტი "გორგია" გაიხსნა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მდებარე რუხის სავაჭრო ცენტრში ფუნქციონირება დაიწყო სამშენებლო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელმა „გორგიამ“. დღეს „გორგიას“ ფილიალი სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ, საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ ნათია თურნავამ და კომპანიის დირექტორმა გია გორგოშაძემ გახსნეს. „მიხარია, რომ აფხაზეთთან ძალიან ახლოს გაიხსნა ჰიპერმარკეტ „გორგიას“ ფილიალი. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებს, ჩვენს აფხაზ დებს და ძმებს, დღეიდან შესაძლებლობა ექნებათ გამყოფ ხაზთან ძალიან ახლოს, დაბალ ფასად და ზედმეტი დანახარჯების გარეშე შეიძინონ პროდუქცია, რომელიც მათ ოჯახებს სჭირდებათ. „რუხის მოლი“ არ არის მხოლოდ სავაჭრო ცენტრი, ეს არის ახალი ურთიერთობების დაწყების შესაძლებლობა ჩვენს აფხაზ მეგობრებთან“ - განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ჰიპერმარკეტის გახსნაზე. რუხის სავაჭრო ცენტრის სამშენებლო სამუშაოები 2015 წლის სექტემბერში დაიწყო და 2016 წლის იანვარში დასრულდა. მშენებლობის პროცესში ობიექტზე 300 ადგილობრივი მცხოვრები იყო დასაქმებული. ცენტრის გახსნის შემდეგ კი მუდმივად 1000-მდე სამუშაო ადგილი შეიქმნა. რუხის სავაჭრო ცენტრის პროექტის ღირებულება 15 მილიონ ლარამდეა. ცენტრის მშენებლობა და მისი ფუნქციონირების უზრუნველყოფა საპარტნიორო ფონდის მიერ განხორციელდა. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI... Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
რუხში ჰიპერმარკეტი 'გორგია' გაიხსნა
dato gorgoshadze
ნანუკას შოუ სტუმრად იკეა შოუ რუმში
გორგია - Gorgia
„რუხი მოლში“ „საპარტნიორო ფონდსა“ და „USAID Zrda“-ს შორის მე...
Radio Atinati
ნანუკას შოუ სტუმრად იკეა "შოუ-რუმში"
me
ჰიპერმარკეტების ქსელი გორგია - Hypermarket Chain Gorgia
გორგია - Gorgia
ჰიპერმარკეტების ქსელი გორგია - ცემენტი/შემრევი
me
ჰიპერმარკეტების ქსელი გორგია - წებო-ცემენტი/კაფელ-მეთლახი
me
ჰიპერმარკეტების ქსელი გორგია - ბელგიური შპალერი/საბავშვო ხალ...
me