„რუხი მოლში“ „საპარტნიორო ფონდსა“ და „USAID Zrda“-ს შორის მემორანდუმი გაფორმდა
09/19/2019
Radio Atinati-ის
მიერ
ოკუპირებულ აფხაზეთთან ახლოს, ენგურის ხიდიდან 600 მეტრში მდებარე რუხის სავაჭრო ცენტში „საპარტნიორო ფონდსა“ და „USAID Zrda“-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოეწერა.
საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე გიორგი დანელიას განცხადებით, უახლოეს მომავალში „საპარტნიორო ფონდისა“ და „USAID Zrda“-ს ერთობლივი პროექტით საოკუპაციო გამყოფი ზოლის მიმდებარე სოფლებში ახალი საწარმოები დაფინანსდება.
\"ეს პროექტი ხელს შეუწყობს ეკონომიკური აქტივობის ზრდას და დასაქმებას. იმედი გვაქვს, რომ ძალიან მალე ვიხილავთ კიდევ ბევრ პროექტებს, როგორც ამ რეგიონისთვის და საქართველოსთვის\", - აღნიშნა დანელიამ.
პროექტს \"საპარტნიორო ფონდის\" შვილობილი კომპანია \"სტარტაპ საქართველო\" განახორციელებს.
USAID Zrda“-ს მიისის დირექტორის საქართველოში პიტერ ვიბლერის თქმით, აღნიშნული პროექტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რუხში მცხოვრები მოსახელობისთის.
„USAID-ისთვის და ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, განსაკუთრებით რუხში მაცხოვრებელი მოსახლეობისთვის და სხვა ადამიანებისთვის, რომლებიც ადმინისტრაციულ საზღვართან ცხოვრობენ. USAID სიამოვნებით თანამშრომლობს საპარტნიორო ფონდთან. საპარტნიორო ფონდთან ერთად ჩვენ ვცდილობთ, რომ განვახორციელოთ ისეთი პროექტი, რომლებიც ახალ სტარტაპებს დაეხმარება. ამ პროექტებით ჩვენ ვცდოლობთ, რომ ხელი შევუწყოთ მდგრად და ეკონომიკურ განვითარებას“, - განაცხადა ვიბლერმა.
სტარტაპერები, რომლებიც საკუთარ ბიზნეს საოკუპაციო გამყოფი ზოლის მიმდებარედ აწარმოებენ, „USAID Zrda“ „საპარტნიორო ფონდისგან“ მიღებულ დაფინანსებას გაუორმაგებს. გრანტის მოცულობა კი ჯამში ნახევარი მილიონი დოლარია.
„რუხი მოლში“ დღეის მდგომარეობით, მხოლოდ „თეგეტა მოტორსი“, „გორგია“, ერთი კვების ობიექტი, საცხობი და ორი სუპერმარკეტი მუშაობს. სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე განთავსებული ავეჯის, ტექნიკის, საცალო და საბითუმო მაღაზიები, ჰიპერმარკეტი „ლიბრე“, ღია ტიპის ბაზარი, „საქართველოს ფოსტა“ და აფთიაქი არ ფუნქციონირებს. სავაჭრო ობიექტების დახურვის მიზეზად ადგილზე მომუშავეები ენგურის ხიდზე შეფერხებულ მიმოსვლას ასახელებენ.
რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI
Google+: https://plus.google.com/u/1/
Twitter: https://twitter.com/Atinati1059
Instagram: https://www.instagram.com/radioatinat...