ვებინარი მუსიკის მასწავლებლებისათვის „ქართველი ქალი კომპოზიტორები“

25.12.2022 01:00:27

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ 15 დეკემბერს, 17:00 საათზე ჩატარდა ვებინარი მუსიკის მასწავლებლებისთვის, ვებინარზე განხილული იქნება პროექტი - „ქართველი ქალი კომპოზიტორები“. პროექტი „ქართველი ქალი კომპოზიტორები“ მიმდინარე წელს განხორციელდა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით. სამუშაო ჯგუფის მიერ გაწეული დიდი კვლევითი, საძიებო და შემოქმედებითი სამუშაოს შედეგად შეიქმნა ვებ-გვერდი, რომელზეც 10 ქართველი კომპოზიტორი ქალის შემოქმედებისა და ცხოვრების ამსახველი ინფორმაციაა განთავსებული, წერილობითი, სანოტო, ფოტო, აუდიო, ვიდეო ფაილების სახით. მათ შორის ბევრი აღმოჩენაა, როგორიცაა, მაგალითად, ბარბარე ამირეჯიბი - პირველი კომპოზიტორი ქალი, მოსკოვის კონსერვატორიის კურსდამთავრებული (1873), გამოჩენილი პიანისტი და ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი. ვებინარს უძღვებოდნენ: მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მუსიკის ექსპერტ-კონსულტანტი - რუსუდან თაყაიშვილი. ვებინარის სტუმრები - პროექტის „ქართველი ქალი კომპოზიტორები“ სამუშაო ჯგუფის წევრები: ლელა მაქარაშვილი (ავტორი), მარიკა ჩიჯავაძე, თამარ წულუკიძე, მერი შეყილაძე.

გაზიარება: