სტემ ვებინარი „რადიაციის კვლევის, უსაფრთხოებისა და მონიტორინგის სისტემა“.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი მიერ 2022 წლის 16 დეკემბერს, 20:00 საათზე ჩაატარა ვებინარი, რომელზეც წარმოდგენილი იყო ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო | MCA - Georgia-ს „ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი 2022“-ის გამარჯვებულ პროექტს - „რადიაციის კვლევის, უსაფრთხოებისა და მონიტორინგის სისტემა“. პროექტის ფარგლებში ავტორთა გუნდის „LIGGA“-ს მიერ შექმნილია ავტონომიური სისტემა, რომელიც რადიაციული საფრთხის შემთხვევაში შეისწავლის განსაზღვრულ ტერიტორიებს, დამოუკიდებლად შეძლებს გარემოში ორიენტირებას, დაისწავლის და გაიმეორებს მარშრუტს, უსაფრთხოდ გადალახავს დაბრკოლებებს, აღმოაჩენს რადიაციის წყაროს, მოახდენს მონაცემების ავტომატიზაციას და ინფორმაციას მიაწვდის მომხმარებელს. პროექტის გუნდმა კონკურსის მთავარი პრიზი - აშშ-ში NASA-ს საზაფხულო ბანაკში გამგზავრება მოიპოვა. ვებინარს გაუძღვებიან: მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სტემ მიმართულების კონსულტანტი - დავით სონღულაშვილი. პროექტის გუნდის მენტორები - მარეხ მაზანაშვილი და უტა კილასონია. ვებინარის სტუმრები - პროექტის გუნდის ,,LIGGA“ წევრები: ირაკლი ქუცნაშვილი - ქართულ ამერიკული სკოლა „პროგრესი“ (თბილისი); ლიზი თეთრაშვილი - „მწვანე სკოლა“ (თბილისი); გეგა შავდათუაშვილი - სერვანტესის სახელობის გიმნაზია „აია-ჯესს“ (თბილისი); ალექსი კუხიანიძე - ქართულ ამერიკული სკოლა „პროგრესი“ (ქუთაისი); გიორგი ტყებუჩავა - წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზია (სენაკი); გუნდის ინსტრუქტორი - ნატო გოგატიშვილი.
განათლების ელექტრონული სახლი-ის სხვა ვიდეოები
საგანმანათლებლო აქტივობები მშვიდობის განათლების
29:46
ბავშვის სოციალურ-ემოციური განვითარების მნიშვნელობა
01:03:32
უნივერსალური სასწავლო დიზაინის პრინციპები სწავლა ს...
08:59
ფერის ცნება ფერთა მოდელები გრაფიკული რედაქტორის მა...
34:18
"შემეცნებითი უნარების განვითარების ხელშეწყობა ბუნე...
15:00
ვირტუალური ლაბორატორიის გამოყენება ქიმიის სწავლება...
28:43
ფლუმის მეთოდით დავალების შექმნა Microsoft Forms ში
31:15
“eTwinning ის წარმატებული პროექტები და საინტერესო...
მსგავსი ვიდეოები
#ნაშუადღევს „სტემ ფესტივალი -2019“
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სალომე კუჭუხიძე | ინტერდისციპლინარული გზა სტემ განათლებისკენ...
ISGS – ქართველ მეცნიერთა საერთაშორისო საზოგადოება
ზუგდიდელ მოსწავლეებს სან დიეგოს უნივერსიტეტის შესახებ ესაუბრ...
Radio Atinati