„დროის კაფსულის“ ჩადების საზეიმო ცერემონია
როგორი არის საქართველო 2016 წელს და როგორი წარმოგვიდგენია ის მომავალში - საქართველოსა და უცხოეთში მცხოვრები მოქალაქეების გზავნილები მომავალში, ე.წ. დროის კაფსულა დღეს საზეიმო ვითარებაში ჩაიდო და იგი 2041 წლის 26 მაისს, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენიდან 50 წლისთავზე გაიხსნება. „დროის კაფსულის“ ჩადების ცერემონიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, მეუღლესთან და შვილთან ერთად, მიიღო მონაწილეობა . მან მყარ დისკზე ჩაწერილი ყველა გზავნილი (ფოტო, ვიდეო, წერილები) კაფსულაში მოათავსა და იმედი გამოთქვა, რომ 25 წლის შემდეგ, მომავალი თაობები გახსნიან მას და ნახავენ, თუ რა სურვილები ამოძრავებდათ ახალგაზრდებს 2016 წლის საქართველოში. „დღეს ჩვენ ახალი საფიქრალი, ახალი ნატვრა და მომავლის ახალი ხედვა გვაქვს. მადლობა ყველა იმ ახალგაზრდას, რომლებმაც საქართველოს მომავლის საკუთარი ხედვა დაწერეს. ეს არის მრავალფეროვანი გზავნილები: ნატვრები, სურვილები, ოცნებები, სასიყვარულო წერილები. ჩვენ შევაგროვეთ ყველა ეს სურვილი და მათ შევინახავთ 25 წლით. 25 წლის შემდეგ მომავალი თაობები გახსნიან კაფსულას და ჩვენ ვნახავთ, რამდენად სწორად ვიარეთ, რამდენად ავასრულეთ ჩვენი ახალგაზრდების ნატვრა, რამდენად ემთხვევა ჩვენს მიერ განვითარებული საქართველო იმ ხედვას, რომელიც ამ ბავშვებმა წარმოადგინეს. მჯერა, რომ 25 წლის შემდეგ წელმაგარი საქართველოს შვილები გახსნიან ამ ყუთს და ნახავენ თუ რას ნატრობდნენ ახალგაზრდები საქართველოში 25 წლის წინ,“ - განაცხადა პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას. #26მაისი
Giorgi Kvirikashvili-ის სხვა ვიდეოები
11:45
პრემიერ-მინისტრის და ევროკომისრების ერთობლივი განც...
01:20
მალთაყვის საკურორტო-რეკრეაციული ზონის განახლება მი...
01:49
ინფორმაცია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ს...
05:39
,,სტარტაპ საქართველოს“ მაღალტექნოლოგიურ კომპონენტი...
22:47
პრემიერის გამოსვლა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლე...
00:51
მცხეთის კულტურის ცენტრის გახნის ცერემონია
05:00
პრემიერ-მინისტრი საერთაშორისო ფორუმს დაესწრო
მსგავსი ვიდეოები
დროის კაფსულის ჩადების ცერემონია
შუადღე GDS / shuadge GDS
როგორ შევქმნათ იდეალური გარდერობი | კაფსულის გარდერობი
Mariam Tsilosani
„დროის მენეჯმენტი“ - მაია ხოსიტაშვილი
დროის ფილოსოფიაზე, ფილოსოფოს ანა ქირიასთან ერთად
TV IMEDI
"დროის მანქანა" - ვახტანგ გორგასალი
GDS
დროის მენეჯმენტი და წარმატების დაგეგმვა - არჩილ გამზარდია
შენთვის I ForYou
დროის მართვის წინაპირობის შესახებ (დღის რჩევა #4)
cex.io ბირჟა სადაც შეგვიძლია ბიტკოინის ყიდვა ვიზა ან მასტერკ...
დროის მანქანა