ალექსანდრე ჯეჯელავა „განსაკუთრებით თბილი გრძნობა მაკავშირებს ბოლნისთან“
09/03/2016
გაზეთი ბოლნისი-ის
მიერ
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი პედაგოგებთან შეხვედრებს განაგრძობს. ალექსანდრე ჯეჯელავა დღეს ბოლნისში ბოლნისის, დმანისისა და მარნეულის პედაგოგებს შეხვდა. „განსაკუთრებით თბილი გრძნობა მაკავშირებს ბოლნისთან რადგან აქ გავატარე ბავშობის წლები“ - ამ სიტყვებით დაიწყო შეხვედრა და დამსწრე საზოგადოებას თავისი ოჯახის ბოლნისში დასახლების შესახებ უამბო.
ამის შემდეგ მინისტრმა ვცლად ისაუბრა განათლების სისტემაში მოსალოდნელ სიახლეებზე, სკოლის კიდევ უფრო განვითარების, სწავლის ხარისხის გაუმჯობესებისა თუ, მასწავლებლის და მოსწავლის მოტივაციის ამაღლების მიზნით დაგეგმილ პროექტებზე. მინისტრი ზოგადი განათლების საკითხის გაუმჯობესებასაც შეეხო და ყურადღება ახალი ინოვაციების დანერგვაზე გაამახვილა. ისაუბრა ეროვნული სასწავლო გეგმისა და პედაგოგთა სქემის დახვეწასა და გაუმჯობესებაზე, რომელიც თითოეულ მოსწავლეზე იქნება მორგებული.
ჯეჯელავამ მოსწავლეთა დაინტერესების მიზნით სასწავლო პროცესის მოქნილობაზე ისაუბრა, ხაზი გაუსვა პედაგოგთა ღვაწლის და შრომის დაფასების გაზრდას, მინისტრი პედაგოგებს განათლების სფეროში არსებული პრობლემების ეტაპობრივ მოგვარებას დაპირდა. ვრცელი სიტყვის დასრულების შემდეგ მან პედაგოგების შეკითხვებსაც უპასუხა
განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა პედაგოგებს წლების მანძილზე გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა, ჯეჯელავას სიტყვა ტაშით პედაგოგებმა რამდენჯერმე შეაწყვეტინეს, შეხვედრას, რომელიც სამ საათს გაგრძელდა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი და ქვემო ქართლის გიბერნატორის მოადგილე ესწრებოდნენ.
ჩვენი ოფიციალური არხი Myvideo.ge-ზე : http://goo.gl/xyGXml
ეს ვიდეო Myvideo.ge-ზე : http://goo.gl/bb44zl