ზუგდიდის მუნიციპალიტეტის დაბალი ზონის სოფლებში თხილის მოსავლის უდიდესი ნაწილი უკვე განადგურებულია. ფერმერების უმეტესობა ზუსტ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა კონკრეტული დაავადებები აქვს მათ ბაღში თხილს, არ ფლობს. აგრონომების მტკიცებით, მოსავლის გაფუჭების მიზეზს არა ერთი, არამედ, ერთად რამდენიმე სხვადასხვა დაავადებაა. მთავრობა კი მხოლოდ ერთი მავნებლის - აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ატარებს ღონისძიებებს.
ამ მხრივ განსაკუთრებულად რთული ვითარებაა სოფელ კახათში. ადგილობრივი ფერმერები ამბობენ, რომ თხილის მოსავლის მხოლოდ 3 %-ია საღი, თუმცა შიშობენ, რომ დარჩენილი რაოდენობაც განადგურდება. მათივე ვარაუდით, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ წამლობა დაგვიანებულია.
„კარგი იქნება, თუკი მოვა სპეციალური კომისია, აიღებს ანალიზს და დაადგენს, რა დაავადებაა. ჩვენ არ ვართ ინფორმირებულები ამ დაავადებების შესახებ. არ ვიცით, რით და როგორ შევწამლოთ. მხოლოდ აზიური ფაროსანას წინააღმდეგ შეწამლვა შედეგს ვერ მოიტანს“, - თქვა ადგილობრივმა ფერმერმა ლერი სილაგავამ.
ამავე სოფლის მკვიდრი რუზგენ გოგიაც არ ფლობს ინფორმაციას, აზიური ფაროსანას გარდა, რას შეეძლო თხილის ასე მასშტაბური განადგურება. ის ამბობს, რომ სხვადასხვა მწერისა და დაავადებისგან თხილის დაზიანების შემთხვევები წინა წლებშიც იყო, თუმცა მსგავსი არ ახსოვს. მისივე თქმით, დაავადებები სხვა მცენარეებზეც გავრცელდა.
„ვუვლი ნაკვეთს და ყოველწლიურად ორ ტონამდე მოსავალს ვიღებდი. წელს არაფერს არ ველოდები. ის მცირედი ნაწილიც, რაც, შესაძლოა, შერჩეს, უხარისხო იქნება“, - თქვა გოგიამ.
მსგავსი მდგომარეობის შენარჩუნების შემთხვევაში თხილნარის ამოძირკვას აპირებს ინგირის მკვიდრი ბაჩუკი კანკია. ის თხილის ნაცვლად სხვა კულტურის გაშენებას გეგმავს.
„ობი, ნაცარი, მერქნის ჭია-ძირითადად ეს დაავადებებია ჩემს თხილნარში. ბანკიდან სესხი რომ გამოვიტანოთ და შევწამლოთ, მერე რით გავისტუმროთ. ამ უხარისხო თხილს არავინ იყიდის. აზიური ფაროსანას წინააღმდეგ შეწამლვაც დაგვიანებულია“, - აღნიშნა ჩვენთან საუბრისას კანკიამ.
მცირე ფერმერებისგან განსხვავებით, უკეთესი მდგომარეობაა მარიკა კოდუას, რომელსაც თხილნარი რამდენიმე ათეულ ჰექტარზე აქვს გაშენებული. დარჩელელი ფერმერი ამბობს, რომ მიუხედავად ნაკვეთის ორჯერ შეწამლვისა, მოსავლის 25 % მაინც განადგურდა.
„უამინდობის გამო გაჩნდა სოკოვანი დაავადებები და თხილის სიდამპლეც. შეიძლება, გარედან არ ემჩნეოდეს, მაგრამ თხილის გატეხვის შემთხვევაში, დავინხავთ, რომ ნაყოფი დამპალია. გამოდარებისთანავე კიდევ ვაპირებთ შეწამლვას, რათა თავიდან ავიცილოთ ზარალი“, - აღნიშნა ახალგაზრდა ფერმერმა.
რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI...
Google+: https://plus.google.com/u/0/116211701...
Twitter: https://twitter.com/