ენმ: "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბი ადმინისტრაციულ რესურსს იყენებს
„ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ოფისი ადგილობრივ ხელისფლებას ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში ადანაშაულებს. ორგანიზაციის ხელმძღვანლის ანა წითლიძის ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ ზუგდიდის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანლმა დავით კოდუამ სოფლის რწმუნებულებს თემში მცხოვრები საჯარო მოხელეების პერსონალური მონაცემების შეგროვება დაავალა. აღნიშნულთან დაკავშირებით მან ენმ-ის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. „ჩვენ არაერთხელ ავღნიშნეთ, რომ „ქართული ოცნება“ იყენებს ადმინისტრაციულ რესურსს და დაშინების მეთოდს იმ ადამიანებზე, ვინც დასაქმებული არიან საჯარო სამსახურებში ან კერძო სექტორში. ჩვენს ხელთ არსებული დოკუმენტაციით, რომელიც ანონიმურად მოვიპოვეთ, კარგად ჩანს სოფელ ყულიშკარის #68 საარჩევნო უბნის მონაცემები. ამ მონაცემებს სოფლის რწმუნებული თავისი ხელმოწერითა და ბეჭდით ოფიციალურად უგზავნის შტაბის უფროს დავით კოდუას. ამ ჩამონათვალში აღნიშნულია ყველა ის საჯარო მოხელე, პედაგოგი და პოლიციის თანამშრომელი, რომელიც ცხოვრობს სოფელ ყულიშკარში“, - თქვა წითლიძემ. ის ამბობს, რომ მმართველი პარტიის ზუგდიდის საარჩევნო შტაბი სიაში მითითებულ ადამიანებზე და მათი ოჯახის წევრებზე დაშინებითა და ზეწოლით საარჩევნოდ ხმების მოპოვებას ეცდება. მისივე თქმით, აღნიშნული სია ადგილობრივ ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც ამჟამად წინასაარჩევნო პროცესებში არიან ჩართულები სწორედ ამ მიზნით სჭირდებათ. თავის მხრივ, „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანლი დავით კოდუა აღნიშნულ ბრალდებას უარყოფს და მას სიცრუეს უწოდებს. კოდუა ბრალდების დამტკიცებას ითხოვს და იმ შემთხვევაში, თუ ამას ოპოზიციური პარტია დაამტკიცებს, მზადაა პასუხი აგოს. „მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ეს არი სიცრუე, რაში მჭირდება გამგეობის მიერ დარტყმული ბეჭედი დოკუმენტზე. ეს არის გუშინდელი ჩვენი დაპირისპირების შედეგი, მოიგონა რაღაც სიცრუე, რადგან ვამხილე „მაიმუნობებში“, - ამბობს ის. 18 სექტემბერს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობის წინ დაბალი ზონის სოფლის მოსახლეობამ აზიური ფაროსანას მიერ მიყენებული ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართა. აღნიშნულ აქციაზე ანა წითლიძე და დავით კოდუა შეკამათდნენ, რაც სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI Google +: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
"ენმ"- ს ზუგდიდის შტაბი ე.წ სომხურ კარუსელებზე საუბრობს
Radio Atinati
გაერთიანებული ოპოზიცია: “ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბი ჩვ...
Radio Atinati
ენმ: "ქართული ოცნება" ამომრჩეველზე ზეწოლას თავდაცვის სამინის...
Radio Atinati
„ოცნების“ შტაბი: ოპოზიცია არეულობის შემოტანას ცდილობს
Radio Atinati
„ქართული ოცნება“: ენმ-ისთვის ზუგდიდში კამპანიის წარმოება რთუ...
Radio Atinati
„ქართული ოცნების“ შტაბი: კორცხელში უხერხული კითხვები გეგა შე...
Radio Atinati
ანა წითლიძე: კახათში „კარუსელის“ მცდელობა იყო
Radio Atinati
„ქართული ოცნება":ენმ-ის მიმართ საზოგადოების მწვავე კითხვებზე...
Radio Atinati