ენმ: "ქართული ოცნება" ამომრჩეველზე ზეწოლას თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების მეშვეობით აპირებს
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის ანი წითლიძის მტკიცებით, „ქართული ოცნების“ კომბინატის საარჩევნო შტაბში თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები იმყოფებოდნენ, სადაც ენმ-ის მხარდამჭერებზე ზეწოლა დაიგეგმა. მისივე თქმით, სამინისტროს ერთ-ერთი ქვედანაყოფის უფროსი პოლკოვნიკი კობა ახვლედიანი და მისი თანამშრობლები გააქტიურებას დღეს საღამოდან გეგმავენ. „მათ დღეს დაგეგმეს, როგორ მოახდინონ ამომრჩეველზე ზეწოლა, რომ ხვალ ისინი არ მოვიდნენ და ხმა არ მისცენ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“. კომბინატის უბანი არის აქილევსის ქუსლი მმართველი პარტიისთვის, სადაც ჩვენი უპირატესობა არის თავლშისაცემი და ერთადერთი გზა, რომ ვერ გავიმარჯვოთ, ჩვენი ამომრჩევლების დაშინებაა. ძირითადად, მათი სტრატეგიაა, რომ იმუშაონ ჩვენს მხარდამჭერ დევნილებზე. მათ აქვთ კავშირი ე.წ. ყოფილ პარტიზანლებთან“, - აღნიშნა წითლიძემ. მან აღნიშნულ ქმედებას სამარცხვინო უწოდა და თქვა, რომ მმართველი გუნდი თავდაცვის სამინისტროს საკუთარი საარჩევნო კამპანიისთვის მოქალაქების წინააღმდეგ იყენებს. წითლიძემ სამართალდამცავ ორგანოებს რეაგირებისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ საქმის კურსში ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს ჩააყენებს. მისივე განმარტებით, ფაქტის დაფიქსირება პარტიის პრესსამსახურმა ვერ მოასწრო, რადგან ახვლედიანმა და მისმა თანხმლებმა პირებშა შტაბი სწრაფად მას შემდეგ დატოვეს, რაც შეიტყვეს, რომ იქ მისვლას ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები აპირებდნენ. ბრალდებას უარყოფენ მმართველი პარტიის საარჩევნო შტაბში და განმარტავენ, რომ ზეწოლა ამომრჩეველზე არ ხორციელდება. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI Google +: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
ზუგდიდში 4%-იანი ბარიერი სამმა პარტიამ გადალახა
Radio Atinati
ენმ: „ქართული ოცნება“ ზუგდიდში არჩევნების გასაყალბებლად ემზა...
Radio Atinati
ენმ: "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბი ადმინისტრაციულ რესურს...
Radio Atinati
გადაცემა "დიალოგი""ენმ VS ქართული ოცნება დემოკრატიული საქართ...
TV 25
ენმ: სუს-ი და „ქართული ოცნება“ ჩვენს კანდიდატებს აშანტაჟებს...
Radio Atinati
დიდინეძის მოსახლეობა წუხანდელი ინციდენტის შესახებ საუბრობს
Radio Atinati
ზუგდიდში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ენმ-ს დისკრედიტაცია ა...
Radio Atinati
„ქართული ოცნება“: ენმ თავად არეგისტრირებს არაზუგდიდელებს არჩ...
Radio Atinati