ზუგდიდში 4%-იანი ბარიერი სამმა პარტიამ გადალახა

22.10.2017 01:19

ზუგდიდში 107 საარჩევნო უბნიდან ყველა მონაცემი დათვლილია. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ 67-ე საოლქო საარჩვნო კომისიის თავმჯდომარემ მირანდა მესხმა განუცხადა. მისივე ინფორმაციით, 4%-იანი ბარიერი სულ სამმა პარტიამ გადალახა. შესაბამისად, საკრებულოს მომავალ შემადგენლობაში ამ პარტიების წევრები იქნებიან. ყველაზე მეტი ხმა ზუგდიდში „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო და ხმების საერთო რაოდენობის 54, 1 % დააგროვა. მეორე ადგილზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" გავიდა 23, 3 %-ით, ხოლო მესამეზე - „ევროპული საქართველო“ – 10, 6 %-ით. „რაც შეეხება მანდატებს, ჩვენ გვაქვს 11 დღიანი ვადა და ამ დროის განმავლობაში ზუსტად დადგინდება, რომელი პარტია რამდენი მანდატით შევა საკრებულოში“, - აღნიშნა მესხმა. გარდა ამისა, ცნობილია, რომ ზუგდიდსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ყველა მაჟორიტარულ ოლქში, გარდა ანაკლიისა, მმართველი პარტიის კანდიდატმა გაიმარჯვა. რაც შეეხება ანაკლიას, აქ ხმების 43, 4 % „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა მოიპოვა. შესაბამისად, ზუგდიდის მომავალ 50 მანდატიან საკრებულოში უმეტესი მანდატების რაოდენობით „ქართული ოცნება“ იქნება წარმოდგენილი, ენმ-სა და „ევროპულ საქართელოს“ კი რამდენიმე ერთეული წარმომადგენელი ეყოლებათ. „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა ლაშა გოგიამ ხმების 54, 7 % დააგროვა, რაც შეეხება ენმ-ის კანდიდატ ლევან კონჯარიას, მან 20, 6 % მიიღო, მესამე ადგილზე კი მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი დომენტი სიჭინავა გავიდა 14, 5 %-ით. მირანდა მესხის ინფორმაციით, 67-ე საარჩევნო ოლქში სულ 10 საჩივარი შევიდა, რომელთაგან ნაწილი უბანზევე აღმოიფხვრა. საჩივრებს კი კომისია მომდევნო ორი დღის განმავლობაში განიხილავს. რაც შეეხება ამომრჩეველთა აქტივობას, მესხის შესაფებით, მაჩვენებელი საშუალოა. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ზუგდიდში 45 669 მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 37, 89 %-ს შეადგენს. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI Google +: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

30 ოქტომბერს არჩევნების მეორე ტური ჩატარდება
07:06

30 ოქტომბერს არჩევნების მეორე ტური ჩატარდება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

სოფელ ფახულანიდან სოფელ საბერიოდე მისასვლელი 4 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია დასრულდა
01:03

სოფელ ფახულანიდან სოფელ საბერიოდე მისასვლელი 4 კმ-იანი გზის...

სამეგრელო- ზემო სვანეთის მხარე

ზუგდიდში 100%-იანი გრანტი 27-მა აბიტურიენტმა მიიღო
01:30

ზუგდიდში 100%-იანი გრანტი 27-მა აბიტურიენტმა მიიღო

Radio Atinati

ანტისაბჭოთა მოძრაობა 60-იანი წლების ზუგდიდში და ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის
38:11

ანტისაბჭოთა მოძრაობა 60-იანი წლების ზუგდიდში და ბრძოლა დამოუ...

Davit Logua

ზუგდიდში დევნილები სამედიცინო მომსახურებაზე 20-50%-იანი ფასდალებით ისარგებლებენ
01:09

ზუგდიდში დევნილები სამედიცინო მომსახურებაზე 20-50%-იანი ფასდ...

დევნილთა და ეკომიგრანტთა სააგენტო

ზუგდიდში წიგნების გამოფენა -გაყიდვა  „მოიზღვავე წიგნები“  მოეწყო
01:08

ზუგდიდში წიგნების გამოფენა -გაყიდვა „მოიზღვავე წიგნები“ მო...

Radio Atinati

გელა ჩარკვიანი ზუგდიდში
01:25

გელა ჩარკვიანი ზუგდიდში

Radio Atinati

#ტელემუზეუმი ნონა გაფრინდაშვილს ზუგდიდში საზეიმოდ დახვდნენ, 1960-იანი წლები
01:25

#ტელემუზეუმი ნონა გაფრინდაშვილს ზუგდიდში საზეიმოდ დახვდნენ,...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო