გელა ჩარკვიანი ზუგდიდში
ზუგდიდში Art House-ის და გამომცემლობა "ინტელექტის" ერთობლივი პროექტის ფარგლებში ქალაქს დიპლომატი და მწერალი გელა ჩარკვიანი ესტუმრა. შეხვედრაზე წარმომადგენელი იყო მწერლის ავტობიოგრაფიული ნაწარმოები.დამსწრე საზოგადოებას საშუალება ჰქონდა ავტორისთვის შეკითხვებით მიემართა. მან დეტალურად მიმოიხილა ის პერიოდი,თუ როგორ იქმნებოდა ეს წიგნი. "ნაცნობ ქიმერათა ფერხული" გელა ჩარკვიანის პირადი, საზოგადოებრივი და პოლიტიკური ბიოგრაფიაა. უფრო სწორად, ავტობიოგრაფია, რომელიც საკმაოდ არაორდინარული და ხშირად დრამატული მოვლენების უშუალო მონაწილის მიერ იწერება. წიგნს უამრავი პერსონაჟი ჰყავს. თხრობის პროცესში ისინი კონტრასტულად ენაცვლებიან ერთმანეთს, მაგრამ არსებობს ადგილი, სივრცე, სადაც ავტორი მათ შეკრებას ახერხებს: საბჭოთა საქართველოს უმაღლესი ხელისუფალის ოჯახი და ქვეყნის მეორე პრეზიდენტის კანცელარია. გელა ჩარკვიანის მრავალმხრივი პერსონის როლებიც განსხვავებულია ამ ავტობიოგრაფიულ საგაში: ის ჯერ კომუნისტი უფლისწულია, შემდეგ არატრადიციული საბჭოთა ახალგაზრდა, რომელსაც აკრძალული მუსიკა და ქალაქური ანდერგრაუნდი იზიდავს, მოგვიანებით – რკინის ფარდის მიღმა არსებული თავისუფალი დასავლური სამყაროს პოპულარიზატორი და არაერთი საზოგადოებრივი ინიციატივის ავტორი,გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან პრეზიდენტ შევარდნაძის მრჩეველი და მისი საგარეო ურთიერთობათა სამსახურის ხელმძღვანელი,პრეზიდენტ სააკაშვილის პრესსპიკერი და გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი. ავტორი გულწრფელად გვიყვება ადამიანურ ისტორიებს, „ივენთებს“, რომლებმაც სხვადასხვა დროს მასზე გავლენა იქონიეს და ამ ყველაფერთან ერთად გვიზიარებს პროფესიონალის უნიკალურ გამოცდილებას, რომელიც ამ წიგნს განსაკუთრებულად საჭიროს და ღირებულს ხდის. წიგნის პრეზენტაცია დღეს წალენჯიხაშიც გაიმართება. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI... Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
მარიამ ელიეშვილი \u0026 გელა ტაბაშიძე - ისევ მიდიხარ. Live ა...
რადიო არ დაიდარდო / Radio Ar Daidardo
#წიგნებისთარო დაიწყო!!! კომაროვის სკოლა VS ქუთაისის მე-7 საჯ...
წიგნების თარო
გელა ჩარკვიანი
Irakli Mskhiladze
გელა ჩარკვიანი სასიამოვნო სასწაულების წელს გისურვებთ
studio13 tbstudio13
მძიმე კაცთან - გელა ჩარკვიანი
Tabula ტაბულა
„გლობალიზაცია“ - გელა ჩარკვიანი (სალონური საუბრები)
აზროვნების აკადემია
გელა ჩარკვიანი შვილიშვილთან ერთად ქმნის „ლონდონური ზღაპრების...
TV IMEDI
"კაცები ზრუნავენ " - გელა და ნანა ჩარკვიანები
შუადღე GDS / shuadge GDS