ზუგდიდში წიგნების გამოფენა -გაყიდვა „მოიზღვავე წიგნები“ მოეწყო

11.08.2016 01:08

ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში სადისტრიბუციო კომპანია „ირიათონის“ ორგანიზებით წიგნების გამოფენა -გაყიდვა „მოიზღვავე წიგნები“ მოეწყო. ღონისძიება ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება და მკითხველს საშუალება ექნება სგამოს ცხრა საათამდე სასურველი წიგნი შეიძინოს. გამოფენის ორგანიზატორის ზვიად გამსახურდიას თქმით, მსურველებს წიგნების შეძენა 40-60%-იანი ფასდაკლებით შეეძლებათ. „რვა ქართული გამონცემლობის წიგნებია გამოფენილი და მკითხველს 12 საათიდან 9 საათამდე შესაძლებლობა ექნება დაათვალიეროს, გაეცნოს და შეძინოს წიგნები. ამ გამოფენის მიზანია რაც შეიძლება მეტ ადგილას იყოს წიგნები,“-აღნიშნა მან. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook:   / rado.atinati.  . Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/

გაზიარება: