,,მოგზაურობა თანამედროვე რუსეთში“- წიგნის პრეზენტაცია ზუგდიდში

11.04.2017 02:20

ზუგდიდის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში პიტერ პომერანცევის წიგნის “არაფერია ნამდვილი და ყველაფერი შესაძლებელია: მოგზაურობა თანამედროვე რუსეთში“ პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიება ,,რადარამის’’ ორგანიზებით ჩატარდა. წიგნის შესახებ ილიაუნის მკვლევარმა თამარ თოლორდავამ და ,,რადარამის'' წარმომადგენელმა მაია მესტუმრემ ისაუბრეს. მათი თქმით, მასში ნათლად არის ასახული, თუ როგორ მუშაობს რუსული პროპაგანდა და რა გავლენა აქვს მას დღევანდელი მსოფლიოზე. ნაშრომში ასევე, ასახულია, თუ როგორ ცდილობს კრემლი ადამიანის გონებაში შეღწევას და როგორ შეიძლება იყოს ალტერნატიული რეალობა თანამედროვე რუსეთში. ,,წიგნში ასევე კარგად არის აღწერილი პუტინის თემა, თუ როგორ ქმნის მედია მის სახეს და როგორ იყენებს ქვეყნის პრეზიდენტი ამ პოლიტიკურ იმიჯს. საინტერესოა ელიტებს შორის დაპირისპირებაც, რადგან ამას ხშირად ჩვეულებრივი ადამიანებიც ეწირებიან. ეს ყველა დეტალი ნათლად გვიჩვენებს, თუ როგორი სისტემაა ახლა რუსეთში და რა როლი უჭირავს მოქალაქეს, ინდივიდს არსებულ რეჟიმში,’’- ამბობს თამარ თოლორდავა. შეხვედრის მონაწილეებმა რუსეთის პროპაგანდი წინააღმდეგ ბრძოლის გზებზე საქართველოში იმსჯელეს. მაია მესტუმრეს თქმით, საჭიროა სწორი ინფორმაცია და მეტი განათლება იმისათვის, რომ ადამიანებს გაუღრმავდეთ ანალიტიკური აზროვნების უნარი, რათა შეძლონ ავ-კარგის გარჩევა. პიტერ პომერანცევი ბრიტანელი ჟურნალისტი, წიგნების ავტორი და ტელეპროდიუსერია. 2013 წლიდან ის აქტიურად წერს და მუშაობს რუსულ პროპაგანდაზე, აქვეყნებს სტატიებს ცნობილ ჟურნალებსა და ახალ მედია პლატფორმებზე. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook:   / rado.atinati.  . Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

შეხვედრა მწერალ  პიტერ პომერანცევთან მოდერატორი : ქეთევან ხუციშვილი 06/03/2017
44:31

შეხვედრა მწერალ პიტერ პომერანცევთან მოდერატორი : ქეთევან ხუ...

radarami organisation

#ინტერVIEW „ერთმორწმუნეობა“ თუ ნიჰილიზმის დამკვიდრება - რუსული პროპაგანდა მსოფლიოში და საქართველოში
37:01

#ინტერVIEW „ერთმორწმუნეობა“ თუ ნიჰილიზმის დამკვიდრება - რუსუ...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

#ამშაბათკვირას ნუცი ნებიერიძის მოგზაურობა თანამედროვე ჯაზის სამყაროში
08:53

#ამშაბათკვირას ნუცი ნებიერიძის მოგზაურობა თანამედროვე ჯაზის...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ბიზნეს-ავიაცია საქართველოში
04:42

ბიზნეს-ავიაცია საქართველოში

ბიზნეს-ავიაცია საქართველოში

#ახალიდღე ვირტუალური მოგზაურობა მსოფლიოს თანამედროვე მუზეუმებში
04:44

#ახალიდღე ვირტუალური მოგზაურობა მსოფლიოს თანამედროვე მუზეუმე...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

რატომ ადარებს შტეფან ტოლცი ვოლგას ნაწილებს მიხეილ სააკაშვილსა და ბიძინა ივანიშვილს?!
04:53

რატომ ადარებს შტეფან ტოლცი ვოლგას ნაწილებს მიხეილ სააკაშვილს...

Music Box

მეუფე ნიკოლოზი - მთავარანგელოზის სასწაული
01:30:42

მეუფე ნიკოლოზი - მთავარანგელოზის სასწაული

Nicholas Metropolitan

მეუფე ნიკოლოზი - წმ. 40 სებასტიელის მემკვიდრეობა
01:25:15

მეუფე ნიკოლოზი - წმ. 40 სებასტიელის მემკვიდრეობა

Nicholas Metropolitan

ყველა ვიდეო