ზუგდიდის ცენტალური ბიბლოთეკა
#ზუგდიდისბიბლოთეკა #პანდემია #მკითხველი რეკომენდაციების დაცვით გაიხსნა ზუგდიდის ბიბლიოთეკაც, რომელიც ჯერჯერობით მხოლოდ წიგნების გაცემითა და მიღებით არის დაკავებული. ბიბლოთეკების მართვის ცენტრის დირექტორი, ბესიკ არახამია გვეუბნება, რომ ბიბლიოთეკა მზადაა სრული დატვირთვითაც მიიღოს მკითხველი სამკითხველო დარბაზში, სადაც მას კომფორტული და უსაფრთხო გარემო დახვდება. მისი თქმით, ბიბლოთეკამ პანდემიის დროსაც შეძლო, გაემდიდრებინა ფონდი ახალი ლიტერატურით და ცენტრალური ბიბლიოთეკის საცავში უკვე 68 325 წიგნი ინახება. ,,მთელი რიგი რეგულაციების დაცვით უწევთ ადამიანებს ბიბლიოთეკაში შემოსვლა, დეზობარიერი, თერმოსკრინინგი. წიგნმა მოხმარების შემდეგ 72 საათი კარანტინი უნდა გაიაროს, ამისთვის სპეციალური ყუთებიც შევიძინეთ. როცა გაიხსნა ბიბლიოთეკა, მოგვაკითხა 38-მა ადამიანმა, რომლებმაც ძირითადად წიგნის გატანის სერვისით ისარგებლეს. გავხსენით სამკითხველო დარბაზი და აქ რეგულაციების დაცვით 5 მკითხველი შეგვიძლია მივიღოთ. შევძელით, მოგვეწყო და გაგვეხსნა ბიბლიოთეკის ყველა სივრცე, საბავშვო კუთხე, ახალგაზრდული კუთხე, კატალოგის კუთხე. ამ ეტაპისთვის ბევრი თავს იკავებს პანდემიიდან გამომდინარე. ბიბლოთეკების მართვის ცენტრი გადავიდა ონლაინ სწავლებებზე, გვაქვს ეთნოგრაფიული ჩანაწერები, მეგრული ფოლკლორის ჩანაწერები. მალე ამერიკის საელჩოს დაფინანსებით, ზუგდიდში განახლებული ამერიკის კუთხეც გაიხსნება. ყველანაირად ვცდილობთ, მკითხველი მივაჯაჭვოთ ბიბლიოთეკას.’’, - ამბობს ბესიკ არახამია. როდესაც პანდემიის დროს ბიბლიოთეკა მკითხველის გარეშე დარჩა, მის ადმინისტრაციას ახალი რეალობის გათვალისწინება და ვირტუალურ სივრცეში გააქტიურება დასჭირდა. მკითხველთან ურთიერთობა არ შეუწყვეტიათ. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დახმარებით, შემეცნებით ლიტერატურას მსურველებს მეილებზე უგზავნიდნენ. ,,მკითხველის მიერ ბიბლიოთეკის ფეისბუკ გვერდზე შემოსული არცერთი მოთხოვნა არ რჩებოდა დაუკმაყოფილებელი, გვქონდა პირდაპირ ჩართვებიც. ეს იყო უშუალო კავშირი მკითხველსა და ბიბლიოთეკას შორის, იქნებოდა ეს ფოტოკონკურსი, ლიტერატურული ღონისძიება თუ სხვა. რუბრიკების სახით გვქონდა მოძღვრის საათი, პოეზიის საღამო, მხარეთმცოდნეობითი გაკვეთილები, შეხვედრა მწერალთან, წიგნის წარდგინება, ყველაფერი ეს ხდებოდა ციფრულ პლატფორმაზე, ჩვენს პირდაპირ ჩართვებში. ძალიან სასარგებლო გამოცდილება მივიღეთ და დღემდე ვაგრძელებთ ამ კუთხით მუშაობას’’, - ამბობს ციფრული ტექნოლოგიებითა და ელექტრონული რესურსებით მომსახურების განყოფილების უფროსი, ირმა კვირკვია. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI Twitter: https://twitter.com/Atinati1059 Instagram: https://www.instagram.com/radioatinat...
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
გამოფენა „ქართული ბეჭდური პრესა“ ზუგდიდის ცენტრალურ ბიბლიოთე...
Radio Atinati
ზუგდიდის ბულვარსა და ბიბლიოთეკას რეაბილიტაცია ჩაუტარდება
Radio Atinati
ზუგდიდის ცენტრალური ბიბლიოთეკა 105 წლის გახდა
Radio Atinati
ზუგდიდის ცენტრალური ბიბლიოთეკა
ZugdidilibTV biblioteka
ზუგდიდის ცენტრალური ბიბლიოთეკა - ZUGDIDI LIBRARY
ზუგდიდის ბიბლიოთეკა
„ქართველი აუცილებლად დაბრუნდება სამშობლოში“ - ფერეიდნელი ქარ...
Radio Atinati
აკ წერეთლის სახელობის ცენტრალური ბიბლიოთეკის ჰიმნი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკა
სპექტაკლი "აფხაზეთი საქართველოა"
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკა