პაატა ბურჭულაძე ზუგდიდში ამომრჩევლებს შეხვდა (ვიდეო)
“პოლიტიკური გაერთიანება - სახელმწიფო ხალხისათვის” ლიდერი პაატა ბურჭულაძე კომბინატის კულტურის სახლში ამომრჩევლებს შეხვდა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვახტანგ ცხადაია ოფიციალურად წარადგინა. მანვე შუალედურ არჩევნებზე ე.წ პრესოვკა-მახარაძის უბანში დავით დგებუაძე დაასახელა და მოსახლეობას წინა საარჩევნო პროგრამა გააცნო. პაატა ბურჭულაძემ საქართველოში არსებული ვითარება შეაფასა და აღნიშნა, რომ მთავრობის მიერ 2012 წელს მოსახლეობისთვის მიცემული არცერთი დაპირება არ შესრულებულა. „როგორ დავიჯერეთ ჩვენ, ყველამ ერთად, უფასო ელექტროენერგია, უფასო სესხი და უფასო გაზი“, - აღნიშნა მან. რაც შეეხება პარტიის წინა საარჩევნო პროგრამას, პოლიტიკური გაერთიანება, გამარჯვების შემთხვევაში, ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებით, პენსიონერებს პენსიის 250 ლარამდე გაზრდას, უფასო მედიკამენტების დაფინანსებას ჰპირდებიან. ამასთან, ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას განათლებული საზოგადოების ჩამოყალიბებით გეგმავენ. რაც შეეხება განათლების სფეროს, „სახელმწიფო ხალხისთვის“ სრულფასოვანი განათლებისთვის მოსწავლეებს წიგნების შესაძენად 1200 ლარიან ვაუჩერებს ჰპირდება. „ეს პროგრამა შეიძლება მთავრობამ წაიღოს, მაგრამ ვერ გააკეთებს, რადგან არ ყავს პროფესიონალთა გუნდი“, - განაცხადა ბურჭულაძემ. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: / rado.atinati. . Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
"პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის" - მსვლელობა ზუგდიდში
Radio Atinati
ბედნიერი ვარ, რომ დაშინების მიუხედავად, ასე გაგებით და პატი...
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia
მოქალაქეების შეფასება პაატა ბურჭულაძის პოლიტიკურ გააქტიურება...
Radio Atinati
პაატამ ბურჭულაძემ „საქართველოს განვითარების ფონდის“ წევრებთა...
Georgia Development Foundation
პაატა ბურჭულაძემ განმუხურში დეპუტატობის კანდიდატები დაასახელ...
Radio Atinati
პაატა ბურჭულაძე
თავდაცვის სამინისტრო
პაატა ბურჭულაძე
NPLG Official
პაატა ბურჭულაძემ ფოთში „საქართველოს განვითარების ფონდის“ რეგ...
Georgia Development Foundation