ბუდე - ზუგდიდის სტუმრებისთვის ახალი ჰოსტელი გაიხსნა

06/16/2019
Radio Atinati-ის მიერ

ზუგდიდში, რუსთაველის 87 ა-ში, ეროვნული არქივის წინ ჰოსტელი „ბუდე“ გაიხსნა. მასპინძლების თქმით, ჰოსტელში მოსულ სტუმარს მყუდრო, სასიამოვნო და კომფორტული გარემო დახვდება. „ბუდეში“ ერთდოულად 21 სტუმრის მიღებაა შესაძლებელი. ამ ეტაპზე აქ ორი თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი ოთახია, 21 ლოგინითა და სველი წერტილებით.
„მოთხოვნებიდან გამომდინარე, გავითვალისწინეთ ბაზარზე ტურიზმის მატება და გავხსენით ჰოსტელი, რომელიც ერთდორულად 21 დამსვენებელს მოემსახურება. ეს იქნება კომფორტული და ყველა თაობისთვის მორგებული გარემო. ვაპირებთ ეზოში მოვაწყოთ სივრცე, სადაც მხატვარ-კერამიკოსი რობერტ აბსანძე მასტერკლასებს ჩაატარებს და აქ მოსულ სტუმრებს საკუთარი ხელით სხვადასხვა კერამიკული ნივთის არამხოლოდ ყიდვა, დამზადებაც შეეძლებაც. ასევე, გვსურს მოვაწყოთ უფასო კინოჩვენებები. ჩვენი ჰოსტელი გათვლილია როგორც ტურისტებზე, ასევე, ადგილობრივებზე. სტუმრბეს ისე მივიღებთ, რომ თავი საკუთარ ბუდეში, საკუთარ სახლში იგრძნონ“, - ამბობს ჰოსტელის მფლობელი გვანცა აბსანძე.
„ბუდეში“ დამსვენებლებს კედელზე განთავსებული საქართველოს რუკა კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო რუსეთის მიერაა ოკუპირებული, ასევე, აქ მათ ქართველი ავტორების წიგნების კითხვითაც შეეძლებათ ისიამოვნონ. რაც შეეხება საძინებლებს, ორსართულიან ლოგინებს საკუთარი სანათები და ანტიალერგიული თეთრეული აქვს.
სასტუმრობს გახსნაზე ადგილობრივმა შემსრულებლებმა სხვადასხვა მუსიკალური ნომერი შეასრულეს. ღონისძიებას მოსულმა სტუმრებმა კი ჰოსტელის დათვალიერების შემდეგ თქვეს, რომ „ბუდე“ სიახლეებისა და ახალგაზრდული იდეების შერწყმაა.
„მოლოდინს გადააჭარაბა, ისეთი ადამიანები არიან გაერთიანებულები, ვინც სიახლეებს ეძებენ, ძალიან ბერვი შესაძლებლობაა აქ და პირველი სტუმრებიც აღფრთოვანებულები დარჩნენ. ყველაზე მეტად მომეწონა, რომ ყველაფერი სტუმარზე მორგებული“, - თქვა „Green House“-ის მფლობელმა თიკა დიდიშვილმა.
„ეთნო სოფლის“ მფლობელი მარიკა თოდუა კი მიიჩნევს, რომ ქალაქი ცენტრში მდებარე ჰოსტელი ზუგდიდის იმიჯზე კარგ შთაბეჭდილებებს დატოვებს.

„ტურისტულად აქტიური ქალაქია ზუგდიდი, მოთხოვნაა კრეტიულ და ახალგაზრდული ტიპის ჰოსტელებზე და მიხარია, რადგან ნამდვილად განსხვავებული გარემოა“, - აღნიშნა მან.


ჰოსტელი და კაფე „არტ ჰაუსი“ ერთ სივრცეშია, რაც მოსულ სტუმრებს სარესტორნო მომსახურების სწრაფად და ფასდაკლებით მიღებას სთავაზობს.

რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI
Google+: https://plus.google.com/u/1/
Twitter: https://twitter.com/Atinati1059
Instagram: https://www.instagram.com/radioatinat...

ვიდეოები „Radio Atinati"-ისგან