30 ოქტომბერს არჩევნების მეორე ტური ჩატარდება
20-მა ქალაქმა პირველივე ტურში მერი ვერ აირჩია. 2 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ მეორე ტურის დანიშვნა გახდა საჭირო დედაქალაქშიც. 30 ოქტომბერს თბილისის მოსახლეობამ არჩევანი კახა კალაძესა და ნიკა მელიას შორის უნდა გააკეთოს - ცესკოს შედეგების მიხედვით, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატს 50%-იანი ბარიერის გადასალახად 5% დააკლდა. მას თითქმის 11%-ით ჩამორჩება „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი. მეორე ტური გაიმართება კიდევ ოთხ თვითმმართველ ქალაქში. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემები აჩვენებს, რომ ქუთაისში, ზუგდიდში, სენაკსა და ბათუმში პირველი ტურის შედეგებით „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები ლიდერობენ. სამ ქალაქში კი მმართველი გუნდის მერობის კანდიდატებს 30 ოქტომბერს გიორგი გახარიას პარტიის კანდიდატები და თამაზ მეჭიაური დაუპირისპირდებიან. ახლა ყველაზე საინტერესოა, ვის სასარგებლოდ გადანაწილდება მეორე ტურში ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას ხმები, რომელმაც „ნაციონალური მოძრაობის“ შემდეგ ოპოზიციურ პარტიებს შორის ყველაზე მეტი ხმები მიიღო. კონკრეტული მოწოდებების გარეშე გახარია არჩევანის გაკეთებას საკუთარ მხარდამჭერებს ანდობს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ცესკო-ს შემაჯამებელი სხდომა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ბრიფინგი ცესკო-ში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
თვითმმართველობის არჩევნები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ზურაბ ბიგვავა:"მეორე ტური არის ერთგვარი რეფერენდუმი კონსტიტუ...
Radio Atinati
30 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური იმართება
Euronews Georgia
30 ოქტომბერს პარლამენტის მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური...
PalitraNews
30 ოქტომბერს მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების მეორე ტური...
ცენტრალური საარჩევნო კომისია-Cec of Georgia
პრემიერი შიდა ქართლში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster