ენმ: „ქართული ოცნება“ ზუგდიდში არჩევნების გასაყალბებლად ემზადება
საუბნო საარჩევნო კომისიების საინიციატივო შემადგენლობა „ქართული ოცნების“ წევრებით არიან დაკომპლექტებული, რაც პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ მმართველი გუნდი არჩევნების გასაყალბებლად ემზადება. ამის შესახებ ენმ-ის ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ანი წითლიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. წითლიძის ინფორმაციით, საოლქო საარჩევნო კომისიიდან გამოთხოვილი სიების ნაწილის გაცნობის შემდეგ აღმოჩნდა, რომ საუბნო კომისიებში სიები „ქართული ოცნების“ წევრებით, ადგილობრივი ხელისუფლების ნათესავებით, საჯარო მოხელეებითა და დისციპლინური გადაცდომების მქონე პირებითაა დაკომპლექტებული.„საოლქო კომისიაიმ საინიციატივო საუბნო კომისიებში აირჩია ის პირები, რომელთა სია საოლქოს „ქართული ოცნების“ შტაბიდან მიაწოდეს. რეალურად, ბალანსი ვერ იქნება დაცული, რადგან საინიციატივოს გარდა კომისიაში პარტიასაც ეყოლება წარმომადგენელი. მათ ეს სჭირდებათ, რათა ჰქონდეთ უმრავლესობა არჩევნების დღეს. ამ დროისთვის მხოლოდ სიების ნაწილს გავეცანით და 108 არის მმართველი პარტიის წევრი“, - განაცხადა წითლიძემ. აღნიშნულ ბრალდებას უარყოფენ ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩვენო კომისიაში. თავმდჯომარის მირანდა მესხის განმარტებით, საინიციატივო კომისიის წევრები 2 სექტემბერს ჩატარებული სხდომის შედეგად აირჩიეს. რაც შეეხება მათ პარტიულ კუთვნილებას ან პოლიტიკურ ინტერესებს, მესხის თქმით, მათ ამის შესახებ არანაირი ცნობა არ აქვთ.„არცერთი არჩეული წევრი არ არის პოლიტიკური პარტიის წევრი. ამის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტი ჩვენ არ გვაქვს. ჩემი უფლებამოსილების ფარგლებში, ვიღებ მე ჩემს თავზე, რომ ყველა გადავამოწმო, თუ კონკრეტულ გვარებს დამისახელებთ. ჩვენ ვირჩევთ ნეიტრალურ პირს, რადგან პარტიული წევრები ისედაც გვყავს კომისიებში. ნათესაურ კავშირთან დაკავშირებით შემიძლია გითხრათ, რომ ნებისმიერს შეუძლია დარეგისტრირდეს და კონკურსში მიიღოს მონაწილეობა, რაც შეეხება დისციპლინურ გადაცდომას, ეს იყო შენიშვნა და გაფრთხილება, რომელიც ამ არჩევნებზე აღარ მოქმედებს“, - აღნიშნა ჟურნალისტებთან მესხმა.მისივე ცნობით, საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომა 2 სექტემბერს შედგა. სხდომას 13-ვე წევრი ესწრებოდა, თუმცა სიანიციატივო წევრების არჩევაში სამმა მათგანმა, მათ შორის, ენმ-ის წარმომადგენელმა მონაწილეობა არ მიიღო. მესხის თქმით, კონკურსანტები პირადობის მოწმობითა და აპლიკაციის საშუალებით დარეგისტრირდნენ და არჩეული წევრები საარჩევნო გამოცდილების მიხედვით შეირჩნენ. თავის მხრივ, ენმ-ის ბრალდებებს პროვოკაციასა და აბსურდს უწოდებენ „ქართულ ოცნებაში“. „ეს არის მორიგი ცილისწამება. არანარისი სიების გადაცემა არ ყოფილა. ნათესაურ კავშირებს რაც შეეხება, ამ ადამიანებს საარჩევნო კომისიებში მუშაობის გამოცდილება აქვთ ეს ხელის შემლელი არ უნდა იყოს. მე პირადად, ჩემი ახლობლები გავაფრთხილე, რომ კონკურსისთვის განცხადება არ შეეტანატ, რადგან ეს ოპოზიციისა და ჟურნალისტების მხრიდან აპელირების საგანი შეიძლებოდა გამცხადრიყო“, - თქვა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ მაიზერ ნანავამ. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 21 ოქტომბერს გაიმართება. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge Facebook: / rado.atinati Google +: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
ენმ: ზუგდიდის საოლქო კომისიის წევრები არჩევნების გასაყალბებლ...
Radio Atinati
„ქართული ოცნება“: ენმ თავად არეგისტრირებს არაზუგდიდელებს არჩ...
Radio Atinati
"ქართული ოცნების" ზუგდიდის შტაბი: ვემიჯნებით ყოველგვარ ძალად...
Radio Atinati
ენმ: სუს-ი და „ქართული ოცნება“ ჩვენს კანდიდატებს აშანტაჟებს...
Radio Atinati
„ქართული ოცნება“: ენმ-ისთვის ზუგდიდში კამპანიის წარმოება რთუ...
Radio Atinati
ენმ ადგილობრივ ხელისუფლებას ბიუჯეტის გაფლანგვაში ადანაშაულებ...
Radio Atinati
ზუგდიდში 4%-იანი ბარიერი სამმა პარტიამ გადალახა
Radio Atinati
ლევან ხაბეიშვილის ბრიფინგი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster