ენმ ადგილობრივ ხელისუფლებას ბიუჯეტის გაფლანგვაში ადანაშაულებს
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან თორიამ პარტიის ზუგდიდის ორგანიზაციის ოფისში ბრიფინგი გამართა. მან ადგილობრივი ხელისუფლება ბიუჯეტის გაფლანგვაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ ხალხის ფულს პირადი ინტერესებისთვის იყენებს. ლევან თორიამ ყურადღება გაწეულ სარესტორნო ხარჯებსა და მანქანების მომსახურებაზე გაამახვილა და კონკრეტული ციფრები დაასახელა. ,,ადგილობრივი ბიუჯეტიდან ხელისუფლების სარესტორნო ხარჯები დაფინანსდა და მან წელიწადისა და ექვსი თვის განმავლობაში 70 821 ლარი შეადგინა“, - აღნიშნა თორიამ. რაც შეეხება მანქანების მომსახურებას, თორიას ვარაუდით, მასთი თანხა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს დაიხარჯა, როცა, მისივე თქმით, ადგილობრივი ხელისფულების ბალანსზე მყოფი ავტომობილები „ქართული ოცნების“ ინტერესებისთვსი გამოიყენეს. „ადგილობრივი ხელისუფლების ბალანსზე არსებული ავტომობილების მომსახურების ხარჯები, საწვავის გარეშე არის 1 699 434 ლარი. ეს არის წელიწადი და ექვსი თვის ხარჯები. ესეთ მცირე დროში, თან ისეთი პატარა ქალაქისთვის როგორიც არის ზუგდიდი, ეს არის კოლოსალური თანხა“, - განმარტა თორიამ. ნაციონალური მოძრაობის ბრალდებებზე ქალაქის მერიასა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, ჯერჯერობით, კომენტარს არ აკეთებენ. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: / rado.atinati. . Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი ენმ-ის ბრალდებებს პასუხობს
Radio Atinati
ზუგდიდში ენმ-მ თვითმმართველობის საქმიანობის 100 დღე შეაფასა
Radio Atinati
უმაღლეს საბჭოში მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს ანგარიში მოისმინ...
აჭარა ენმ / Adjara unm
ენმ-ის ზუგდიდის ორგანიზაცია ადგილობრივ ხელისუფლებას ბრალდებე...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დაზიანებული საკანილიზაციო მილი - გელაურში მცხოვრები მოსახლეო...
აჭარა ენმ / Adjara unm
ლევან თორია - ტენდერები „ქართული ოცნების“ გამდიდრების წყაროდ...
Radio Atinati
აქცია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში - სოფელ სალიბაურში ადგილობ...
აჭარა ენმ / Adjara unm
ანა წითლიძის კომენტარი
Radio Atinati