ლევან თორია - ტენდერები „ქართული ოცნების“ გამდიდრების წყაროდ იქცა
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ოფისის წევრი ლევან თორია ადგილობრივ ხელისუფლებას კორუფციაში ადანაშაულებს. მისი თქმით, ტენდერები ,,ქართული ოცნების’’ გამდიდრების წყაროდ იქცა. მისი მტკიცებით, კომპანია ,,აკა ენერჯი’’, რომელიც ზუგდიდში ლამპიონების ტენდერს 2015 წლიდან იგებს, ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძესთან დაახლოებული პირის კომპანიაა. ის ამბობს, რომ მას აქვს იმის დამადასტურებელი დოკუმენტები, რომ ზუგდიდის მერია ამ კომპანიისთვის ტენდერებში იმ მოთხოვნებს აწესებს, რასაც მხოლოდ აღნიშნული კომპანია აკმაყოფილებს. ,,ახლაც გამოცხადებულია იგივე კატეგორიის ტენდერი და პრეტენდენტებს 1 მილიონი ლარის ღირებულების სამუშაო გამოცდილება მოეთხოვებათ, რაც სწორედ ,,აკა ენერჯის’’ აქვს, ლამპიონების მონტაჟის წინა ტენდერებში გამარჯვებიდან გამომდინარე. სწორედ ეს არის პოლიტიკური კორუფციის მაგალითი, რომელშიც კახა კალაძესთან ერთად ადგილობრივი ხელისუფლების მაღალჩინოსნები არიან ჩართულნი,’’- აღნიშნა თორიამ. თავისმხრივ ზუგდიდის მერიში აცხადებენ, რომ ნაციონალური მოძრაობის წევრის ბრალდებები უსაფუძვლოა და თორიას განცხადებაზე კომენტარს არ გააკეთებენ. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI... Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
ლევან თორია
Livepress. ge
„ნაციონალები“ თვითმმართველობის ხელმძღვანელობას ნარკოტესტის გ...
Radio Atinati
ლევან თორია თვითმკვლელობას გამორიცხავს და ამბობს, რომ ბიზნეს...
odishitv
ენმ ადგილობრივ ხელისუფლებას ბიუჯეტის გაფლანგვაში ადანაშაულებ...
Radio Atinati
ტელეკომპანია „ოდიშის“ წამყვანი მისი საქმის გადაკვალიფიცირება...
Radio Atinati
ლევან თორიას აღკვეთის ღონისძიების სახით 3000 ლარიანი გირაო შ...
TV IMEDI
ევრაზიული კავშირის აქცია და კონტრაქცია ზუგდიდში
Livepress. ge
შუალედურ არჩევნებამდე რამდენიმე საათი რჩება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster