ტელეკომპანია „ოდიშის“ წამყვანი მისი საქმის გადაკვალიფიცირებას ითხოვს

05/31/2019
Radio Atinati-ის მიერ

ტელეკომპანია “ოდიშის” გადაცემა “ლუსტრაციის” წამყვანი ლევან თორია, ზუგდიდში, დადიანების ეზოში 14 მაისს მომხდარი ინციდენტთან დაკავშირებით პროკურატურისგან მუხლის გადაკვალიფიცირებას ითხოვს. მისი თქმით, გამოძიება არა ძალადობის, არამედ ჟურნალისტის საქმიენობის ხელის შეშლის მუხლით უნდა დაწყებულიყო. აღნიშნული მოთხოვნით, მან სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურაში განცახდება დღეს შეიტანა.
„გამოძიება მიმდინარეობს არასწორი მუხლით, არ მიმდინარეობს ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლის მუხლით, რაც ადასტურებს იმას, რომ ხელისუფლებას არ სურს ამ საქმის გამოძიება. მე მოვუწოდებ სახალო დამცველს, საერთაშორისო ორგანიზაციებს და პოლიტიკურ პარტიებს, რომ ამ საკითხით დაინტერესდნენ“,- აღნიშნა თორიამ.
გარდა ამისა ლევან თორიამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ დადიანების ეზოში 14 მაისს მომხდარი ინციდენტის ერთ-ერთი მონაწილე, რომელიც ამჟამად დაკავებულია სამართალდამცველების მიერ არის ნაცემი. თორიას მტკიცებით, სწორედ პოლიციელების მიერ მიყენებული დაზიანების მას აბრალებენ.
„ერთ-ერთი დაკავებული ციხეში პოლიციელებმა ცემეს და ახლა აპირებენ, რომ სახეზე დაზიანება მე მომაწერონ. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ჩემი მხრიდან არანაირი დაზიანება არ აღენიშნება. მითუმეტეს თავლის არეში და ამის დამამტკიცებელი დოკუმენტაციას მაქვს“,-თქვა მან.
ზუგდიდში, დადიანების სასახლის ეზოში, 14 მაისს ტელეკომპანია “ოდიშის” გადაცემა ჩაწერის დროს რამდენიმე ადამიანმა გადაცემის წამყვანს ლევან თორიას, მონაწილეებსა და ფოტოგრაფს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. აღნიშნულ საქმეზე ბრალდებულ ერთ პირს გელა კვარაცხელიას აღკვეთის სახით პატიმრობა, მამუკა ცირდავას კი 3000 ლარიანი გირაო შეეფარდა. ამავე საქმეზე ბრალი წარდეგინა თორიას და მას სასამართლომ 3000 ლარიანი გირაო შეუფარდა.
რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI...
Google+: https://plus.google.com/u/0/116211701...
Twitter: https://twitter.com/

ვიდეოები „Radio Atinati"-ისგან