ტელეკომპანია ,,ოდიშის" ჯგუფმა..

23.07.2012

ტელეკომპანია ,,ოდიშის" ჯგუფმა ბირთვისის ციხე დალაშქრა. ბირთვისი მდებარეობს ისტორიული ქვემო ქართლის ტერიტორიაზე,ალგეთის ხეობაში, მდინარიდან ჩრდილოეთით, ორიოდე კილომეტრის დაცილებით.ისტორიულ წყაროებში ბირთვისის ციხე იხსენიება XI საუკუნიდან, როდესაც კლდეკარის ერისთავმა ლიპარიტმა და ქართლის ერისთავმა ივანე აბაზას ძემ შეიპყრეს თბილისის ამირა და ბირთვისი ჩამოართვეს. ციხის ნანგრევებს შორის არის, როგორც განვითარებული ფეოდალიზმის, ისე გვიანფეოდალური ხანის ნაგებობები. თავის დროზე ბირთვისის ციხე მიუდგომლად და თითქმის აუღებლადაც ითვლებოდა. ძველ ისტორიკოსებს ერთი მეტად საინტერესო მომენტი აქვთ აღწერილი ბირთვისის ციხის შესახებ თემურ-ლენგის ლაშქრობასთან დაკავშირვბით. მერვე ლაშქრობის დროს, 1403 წლის ივლისში, თემურ-ლენგმა უბრძანა ჯარს, ქვეყნის ამ ერთ-ერთი დიდი სიმაგრის - ბირთვისის ციხის აღება. მაგრამ ეს ადვილი არ იყო. ქართველებს ძლიერ გაემაგრებინათ ციხე და თან უხვად მოემარაგებინათ სანოვაგე, წყალი და ღვინო. ციხეს ვინმე ნაზალ ციხისთავი განაგებდა. გარემოცული ციხის მცველნი გამოსულან და შექმნილა ფიცხელი ომი. ქართველებს გაუმარჯვიათ. მაშინ განრისხებულმა თემურმა ბრძანა, ციხისათვის, ხანგრძლივი ალყის მიზნით, სამი მხრიდან ციხე აეგოთ. ალყა დიდხანს გაგრძელდა. ბოლოს თემურის ჯარში გამოჩნდა კაცი, რომელმაც მოახერხა ბამბისა და აბრეშუმისაგან დაწნული თოკებით ციხეზე აცოცება. მან ეს თოკები დაამაგრა და როდესაც ციხის აუღებლობით დაიმედებულ გარნიზონს ტკბილად ეძინა, მოულოდნელად მტერი თავს დაესხა. დამცველნი ლომებივით იბრძოდნენ, მაგრამ ვერას გახდნენ. თემურს ამ ციხის აღება იმდენად მნიშვნელოვნად მიუჩნევია, რომ საზეიმო დარბაზობაც კი გაუმართავს... http://odishi.ge/sainformacio-sazogad... http://www.odishi.ge/ http://www.facebook.com/odishitv/

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ოპოზიციის ერთმა ჯგუფმა შეცდომა დაუშვა - სიტყვას უნდა ჰქონდეს ფასი- ბოკერია
11:44

ოპოზიციის ერთმა ჯგუფმა შეცდომა დაუშვა - სიტყვას უნდა ჰქონდეს...

ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia

პარლამენტის ნდობის ჯგუფმა შინაგან საქმეთა მინისტრს მოუსმინა
05:43

პარლამენტის ნდობის ჯგუფმა შინაგან საქმეთა მინისტრს მოუსმინა

TV IMEDI

სასამართლო რეფორმების სამუშაო ჯგუფმა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი მოამზადა

სასამართლო რეფორმების სამუშაო ჯგუფმა საკანონმდებლო ცვლილებებ...

TV IMEDI

ვალერი ჩეხერია: „ჩვენმა ჯგუფმა დაახლოებით 20 %-ით ნაკლები ტურისტი მიიღო იმ თვეებში“
05:36

ვალერი ჩეხერია: „ჩვენმა ჯგუფმა დაახლოებით 20 %-ით ნაკლები ტუ...

TV IMEDI

ეუთოში საქართველოს მეგობართა ჯგუფმა  ჩვენი ქვეყნის მხარდამჭერი განცხადება გაავრცელა
03:30

ეუთოში საქართველოს მეგობართა ჯგუფმა ჩვენი ქვეყნის მხარდამჭე...

TV IMEDI

მოხალისეთა ჯგუფმა ადგილობრივებს პროდუქტი გადასცეს
01:18

მოხალისეთა ჯგუფმა ადგილობრივებს პროდუქტი გადასცეს

ტელეკომპანია თანამგზავრი

„თბილსერვის ჯგუფმა“ კრწანისის ხევში დასუფთავების მასშტაბური ღონისძიება დაიწყო
01:02

„თბილსერვის ჯგუფმა“ კრწანისის ხევში დასუფთავების მასშტაბური...

TV IMEDI

“სისტრა ჯგუფმა” გიორგი ვაშაძე სიცრუეში ამხილა
05:26

“სისტრა ჯგუფმა” გიორგი ვაშაძე სიცრუეში ამხილა

TV IMEDI

ყველა ვიდეო