ურთიერთ ბრალდებები ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდეტებს შორის (ვიდეო)
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ე.წ პრესოვკა-მახარაძის უბანში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნინო კვარაცხელია მისი ოპონენტის „თავისუფალი დემოკრატებიდან“ დათო ვერავასგან საჯაროდ ბოდიშის მოხდას ითხოვს. კვარაცხელიას განცხადებით, ვერავამ მას ტელეკომპანია „ოდიშის“ პირდაპირ ეთერში გამართულ დებატებზე შეურაცხყოფა მიაყენა და საჯაროდ იცრუა, როდესაც აღნიშნა, რომ ნინო კვარაცხელია მერიის სოციალური სამსახურის წამყვან სპეციალისტის პოზიციიდან ტესტირებაში ჩაჭრის გამო გაათავისუფლეს. „პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატმა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ წარმატებით გაიარა საჯარო მოხელეთა შესარჩევი ტესტირება და გამსვლელი, 33 ქულა მოიპოვა, ხოლო დავით ვერავას მოუწოდა, დაინტერესდეს ქალაქის მერიაში დასაქმებულთა ბიოგრაფიით. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება დავით ვერავამაც გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთვავაზობთ. „პატრიოტთა ალიანსის“ ზუგდიდის ორგანიზაციის წარმომადგენლის ნინო კვარაცხელიას დღევანდელ ბრიფინგზე გაკეთებული განცხადების პასუხად მინდა ვთქვა, რომ არავითარი ბოდიშის მოხდას არ ვაპირებ, რადგან ჩემ მიერ გაკეთებული განცხადება აბსოლუტურ სიმართლეს შეიცავდა. პირიქით, ქალბატონ კვარაცხელიას აქვს ბოდიში მოსახდელი მოსახლეობისთვის და იმ ჟურნალისტებისთვის, რომლებსაც დღეს არასწორი ინფორმაცია მიაწოდა. ქალბატონ ნინოს მიერ წარმოდგენილი ცნობა არ უკავშირდება ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიერ ჩატარებულ საკონკურსო-საატესტაციო გამოცდებს, სადაც მან მეორე ეტაპზე (ტესტირება) ვერ მიიღო მინიმალური ზღვარის დამაკმაყოფილებელი ქულა, რათა გადასულიყო შემდეგ ეტაპზე. მის მიერ დღეს წარმოდგენილი ცნობა ადასტურებს მხოლოდ მის არა ქალაქ ზუგდიდის, არამედ აბაშის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ საატესტაციო-საკონკურსო გამოცდაზე მიღებულ შედეგებს, სადაც მისი რეზულტატი შეადგენს მინიმალურ 33 ქულას, რაც დასტურდება იუსტიციის სასწავლო ცენტრის მიერ გაცემული ცნობით, რომელიც მან წარადგინა. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: / rado.atinati. . Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
წინასაარჩევნო გარემო და მოწოდებები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ზუგდიდში 28 ააპი-დან მხოლოდ 9 დარჩება
Radio Atinati
ურთიერთბრალდებები და მოქალაქეები ხმაურიან საკრებულოს სხდომაზ...
Radio Atinati
ხმაურიანი დაპირისპირება გაერთიანებული ოპოზიციის ოფისთან და უ...
Radio Atinati
ყოფილი საჯარო მოხელისა და ჟურნალისტის ურთიერთბრალდებები
Radio Atinati
საარჩევნო გარემო ზუგდიდში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელი იდენტიფიცირებულია / პანდემ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ზუგდიდის საკრებულოში ყოფილი თანაპარტიელები ერთმანეთს დაუპირი...
Radio Atinati