„საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელი იდენტიფიცირებულია / პანდემიის მართვის სტრატეგია იცვლება #LIVE

26.10.2020 54:55

• იდენტიფიცირებულია თავდამსხმელი, რომელიც „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალში შეიჭრა და მძევლები აიყვანა; ეჭვმიტანილის სახლში ჩხრეკა ჩატარდა; ზუგდიდის საქმის მთავარი ფიგურანტის დასაკავებლად სამძებრო სამუშაოები გრძელდება; საქმის დეტალები ზუგდიდიდან • 1872 ახალი შემთხვევა და გარდაცვალების 14 ფაქტი ბოლო დღე-ღამის განმავლობაში - უცნობია, რა გახდა 21 წლის მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი, რომელმაც საკარანტინო სივრცე გუშინ გამოჯანმრთელებულის სტატუსით დატოვა; ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგი ყოველდღიური შემთხვევების მატებას პროგნოზირებს და მოქალაქეებს პირბადის ტარებისკენ მოუწოდებს; • საქართველო პანდემიის მართვის სტრატეგიას ცვლის - ჯანდაცვის სისტემა რეზერვების მობილიზებას იწყებს; ბინაზე მყოფი პაციენტების მართვაში დღეიდან კერძო სადაზღვევო სექტორიც ერთვება, იცვლება მართვის პროტოკოლი; სამედიცინო მიმართულების უფროსკურსელთა სახით იქმნება რეზერვი, რომელიც ექიმებს „კოვიდ-19“-ის მართვაში დაეხმარება; • კორონავირუსით ინფიცირებული და თვითიზოლაციაში მყოფი პირებისთვის ცესკო-მ რეგისტრაციის ვადა რამდენიმე საათით გაახანგრძლივა; „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“ 45-ე დადგენილების არაკონსტიტუციურობის დამტკიცებას საკონსტიტუციო სასამართლოში ცდილობს; ცესკო ოპოზიციის განცხადებებს პასუხობს; • სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ზავი ერთი თვის განმავლობაში უკვე მესამედ დაირღვა - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმების მიუხედავად, კონფლიქტის ზონაში ცეცხლი არ წყდება; გრძელდება საომარი რიტორიკა და ურთიერთბრალდებები ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო