“რუსთავი 2“-ის მხარდამჭერი აქცია ზუგდიდში
ზუგდიდში, ტელეკომპანია „ოდიშის“ შენობის წინ „რუსთავი 2“-ის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. აქციაზე პოლიტიკური პარტიების „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წევრები და აქტივისტები, „ოდიშის“ ჟურნალისტები და რიგითი ზუგდიდელები იმყოფებოდნენ, რომელთაც შეკრებილებს მიმართეს. აქციის მონაწილეების თქმით, ისინი დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ ბრძოლას აპროტესტებენ და „რუსთავი 2“-ის დაცვით საკუთარ თავისუფალ და განსხვავებულ აზრს იცავენ. მათივე განცხადებით, ისინი თბილისში გამგზავრებასა და პროტესტის გაგრძელებას გეგმავენ. „სიმართლე რომ არ ისმოდეს, ამიტომაც სურს ხელისუფლებას, რომ გააჩუმოს „რუსთავი 2“, ამით კი საბოლოოდ უნდათ უარი უთხრან ქართულ სახელმწიფოებრივ ღირებულებებს“, - თქვა „რუსთავი 2“-ის რეგიონულმა ჟურნალისტმა ემა გოგოხიამ. „ენმ“-ის პოლიტსაბჭოს წევრის ანა წითლიძის თქმით, ისინი „რუსთავი 2“-ს და თავისუფალ სიტყვას „ფიზიკურად“ დაიცავენ. „დღეს „რუსთავი 2“ არის ფიზიკურად დასაცავი. უზენაესი სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილება დამოუკიდებელი სასამართლოს დასამარებას ნიშნავს“, - აღნიშნა წითლიძემ. აქციის დასრულების შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა პარტიის ოფისში გადაინაცვლეს. ცნობისთვის, უზენაესმა სასამართლომ "რუსთავი 2"-ის საქმეზე გადაწყვეტილება გუშინ მიიღო. 9 მოსამართლისგან შემდგარი დიდი პალატა სამაუწყებლო კომპანიის საქმეზე, დღის 12 საათიდან მსჯელობდა. განხილვა ზეპირი მოსმენის გარეშე, დახურულ ფორმატში წარიმართა. უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI... Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
რუსთავი 2 -ის მხარდამჭერი აქცია ზუგდიდში
Livepress. ge
რუსთავი 2-ის მხარდამჭერი აქცია
Livepress. ge
„რუსთავი 2-ის“ მხარდამჭერი აქცია პარლამენტის შენობასთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსთავი 2-ის მხარდამჭერი აქცია - დღის ქრონიკა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
"რუსთავი 2"-ის მხარდამჭერი აქცია უზენაეს სასამართლოსთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსთავი 2-ის მხარდამჭერი აქცია - 08.11.2015
GeorgiaReality
რუსთავი-2 ის მხარდამჭერი აქცია ორგანიზაცია ”მედიატორის”ინიცი...
Rioni.TV
რუსთაველის გამზირზე „რუსთავი 2-ის“ მხარდამჭერი აქცია
merab barabadze