შუალედურ არჩევნებამდე რამდენიმე საათი რჩება
შუალედურ არჩევნებამდე რამდენიმე საათი რჩება. ზუგდიდში, რომელიც ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში დაპირისპირების ეპიცენტრი იყო, ვითარება ამ დროისთვის მშვიდია. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ნაწილის წარმომადგენლები პარტიის ოფისთან იკრიბებიან. ისინი აქცია-პერფორმანსის გამართვას აპირებენ და ამომრჩეველს სანდრა რულოვსის მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ. წინასაარჩევნო შეხვედრებს აგრძელებს „ქართული ოცნების“ კანდიდატი გიორგი შენგელიაც. შეგახსენებთ, რომ მდგომარეობა ზუგდიდში ბოლო დღეების განმავლობაში დაძაბული იყო. ოპოზიცია საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გადადგომას მოითხოვდა. საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს ასევე სამხარეო პროკურატურაში ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვისა და დაშინების ფაქტზე, რის გამოც „ნაციონალური მოძრაობა“ საკრებულოს წევრის, გია დანელიასთვის უფლებამოსილების შეჩერებასა და მის პასუხისგებაში მიცემას მოითხოვს. დადიანების სასახლეში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით კი გუშინ პასუხისგებაში მისცეს სანდრა რულოვსის თანმხლები პირი ლევან თორია. მას ძალადობას ედავებიან. სასახლის ეზოში მომხდარზე ასევე დაკავებულია გელა კვარაცხელია, რომელსაც სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
არჩილ თალაკვაძის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„მოამბე“ 15 საათზე, 18 მაისი, 2019 #LIVE
პირველი არხი - LIVE
მამუკა წოწერია: თქვენი მხარდაჭერა ჩემს პასუხისმგებლობას უფრო...
Radio Atinati
შუალედურ არჩევნებამდე ერთი კვირა რჩება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შალვა შავგულიძე ამომრჩეველს შეხვდა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შუალედურ არჩევნებამდე ორი დღით ადრე
guriatv
დემოკრატთა და რესპუბლიკელთა სტრატეგია მომდევნო არჩევნებზე
ამერიკის ხმა
ტრამპი საარჩევნო კამპანიის ყურადღების ცენტრშია
ამერიკის ხმა