ზუგდიდის მუნიციპალიტეტი ენმ-ის ბრალდებებს პასუხობს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე მამუკა წოწერია ენმ-ის წევრის ლევან თორიას ბრალდებას ბრალდებითვე პასუხობს. ის ამბობს, რომ თორია ციფრებით მანიპულირებს და მის მიერ გაჟღერებული ციფრები გამგეობის ფაქტობრივ ხარჯს არ შეესაბამება. ,,2016 წელს მუნიციპალიტეტის გამგეობის და ქალაქის მერიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების საექსპულატაციო ხარჯებმა 259 000 ლარი შეადგინა. რაც შეეხება წარმომადგენლობით ხარჯებს, ჩვენ წლის განმავლობაში საკრებულოს და გამგეობას ორივეს ერთად 5 949 ლარი გვქონდა. შედარებისთვის მინდა მოგიყვანოთ 2012 წლის მონაცემები იგივე სახის ხარჯებთან დაკავშირებით. 2012 წელს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიერ მხოლოდ სატრანსპორტო საშუალებების საექსპლუატაციო ხარჯებისთვის გამოყოფილი აქვს 480 ათას ლარზე მეტი, ხოლო წარმომადგენლობითი ხარჯებისთვის 45 ათას ლარამდე. ეს მაშინ, როცა არცერთ 48 ადმინისტრაციულ ერთეულს არ ემსახურებოდა არც დასუფთავების სამსახური და არც კეთილმოწყობის სამსახური“, - განაცხადა წოწერიამ. რაც შეეხება ზუგდიდის მერიას, იქ აცხადებენ, რომ ნაციონალური მოძრაობის წევრის ლევან თორიას მიერ გახმოვანებული ციფრები არარეალურია, ხოლო არსებული ინფორმაცია საჯაროა და დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გამოითოვონ ინფორმაცია. ცნობისთვის, დღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან თორიამ პარტიის ზუგდიდის ორგანიზაციის ოფისში ბრიფინგი გამართა. მან ადგილობრივი ხელისუფლება ბიუჯეტის გაფლანგვაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ ხალხის ფულს პირადი ინტერესებისთვის იყენებს. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI... Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
ენმ: „ქართული ოცნება“ ზუგდიდში არჩევნების გასაყალბებლად ემზა...
Radio Atinati
"ენმ"- ს ზუგდიდის შტაბი ე.წ სომხურ კარუსელებზე საუბრობს
Radio Atinati
ენმ-მ ვიცე-მერისა და საკრებულოს წევრის შესაძლო კორუფციულ გარ...
Radio Atinati
„ქართული ოცნება“: ენმ-ისთვის ზუგდიდში კამპანიის წარმოება რთუ...
Radio Atinati
ქალაქ ზუგდიდის ბიუჯეტი დამტკიცდა
Radio Atinati
"ენმ"-ის წევრი საკრებულოს თანამშრომლისთვის ბოდიშის მოხდას არ...
Radio Atinati
ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ენმ-ს ცოცხები აჩუ...
Radio Atinati
ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ენმ-ს ცოცხები აჩუ...
Radio Atinati