ქალაქ ზუგდიდის ბიუჯეტი დამტკიცდა

12/23/2016
Radio Atinati-ის მიერ

ქალაქ ზუგდიდის საკრებულომ მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტი ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა. ქალაქის წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი 19 042 200 ლარის ოდენობით განისაზღვრა. ის, წინა წელთან შედარებით, 85 ათასი ლარით გაიზარდა.

მომდევნო წლის ბიუჯეტის მთავარ პრიორიტეტები ინფრასტრუქტურის განვითარება, მოსახლეობის სოციალური დაცვა და საბავშვო ბაღების დაფინანსებაა.

წარმოდგენილ ბიუჯეტს მხარი ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა არ დაუჭირეს. მათი თქმით, ბიუჯეტის შესრულებაზე მთლიანად მერიაა პასუხისმგებელი და ეს გადაწყვეტილება აქედან გამომდინარე მიიღეს. ასევე, მათივე თქმით, მერიამ არ გაითვალისწინა ის შენიშვნები, რომელიც \"ენმ\"-ს ბიუჯეტთან დაკავშირებით ჰქონდა.

ქალაქის მერის ირაკლი გოგოხიას განცხადებით, ბიუჯეტის პროექტის შედგენისას შენიშვნები მაქსიმალურად იქნა გათვალისწინებული.

„ზუგდიდი 2017 წლისთვის ყველანაირად მზად არის და გაწერილია ის პროექტები, რომლებიც უნდა განვახორციელოთ. ასევე, შემცირებულია ადმინისტრაციული ხარჯები, მთლიანად ამოღებულია პრემიები და დაზოგილი თანხები მთლიანად მივმართეთ ინფრასტრუქტურული პროექტებისკენ“.

საკრებულოს დღევანდელ სხდომას ქალაქის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია, თვითმმართველობის სამსახურების თანამშრომლები, არასამთვარობო ორგანიზაციისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.


რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook:   / rado.atinati.  .
Google+: https://plus.google.com/u/0/116211701...
Twitter: https://twitter.com/

ვიდეოები „Radio Atinati"-ისგან