სამოქალაქო ბიუჯეტის შესახებ მოქალაქეებს ინფორმაცია მიაწოდეს
ზუგდიდის ბულვარში შეკრებილ მოქალაქეებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სამოქალაქო ბიუჯეტის შესახებ ინფორმაცია გააცნეს. საინფორმაციო ბუკლეტები ქალაქის მცხოვრებლებს მერმა, მისმა მოადგილემ, საკრებულოს თავმჯდომარემ, საჯარო მოხელეებმა და საკრებულოს წევრებმა დაურიგეს. „2020 წლიდან ზუგდიდში მცხოვრებ მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა თავიანთი შეხედულებისამებრ, თავიანთი პრიორიტეტებიდან გამომდინარე დაგეგმონ საკუთარი უბნის კეთილმოწყობისთვის ამ საერთო ბიუჯეტიდან 200 000 ლარი. ზუგდიდში ხუთი ადმინისტრაციული ერთეულია, თითო ადმინისტრაციულ ერთეულს ექნება 200 000 ლარის დაგეგმვის შესაძლებლობა და პრიორიტეტებსაც თავად განსაზღვრავს“, - აღნიშნა გიორგი შენგელიამ. მოქალაქეებმა სამოქალაქო ბიუჯეტის იდეა მოიწონეს და იმედი გამოთქვეს, რომ პროგრამა შედეგიანი და ნამდვილად მათზე მორგებული იქნება. მათ ასევე საკუთარ უბანში არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს. „ძალიან ბევრი მაწანწალა ძაღლი დაძრწის ჩვენს უბანში, ეს არ მომწონს. არის რაღაცები, რაც მომწონს, თუმცა, პირველ რიგში, ჩემს უბანზე ვაკეთებ აქცენტს. მეზობლები არიან ძალიან უკმაყოფილო იმით, რომ სანიაღვრე არხები მოუწესრიგებელი“, - თქვა ხუბულავას ქუჩაზე მცხოვრებმა ლალი ოდიშარიამ. სამოქალაქო ბიუჯეტისთვის ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მილიონი გამოიყო. პროექტის წარმოდგენის უფლება აქვს საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელიც რეგისტრირებულია ქალაქ ზუგდიდის ტერიტორიაზე. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: / rado.atinati Google+: https://plus.google.com/u/1/ Twitter: / atinati1059 Instagram: / radioatinati1059fm
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
საკრებულოს კომისიის შეხვედრა არასამთავრობო სექტორთან
Radio Atinati
პროექტ „თანამონაწილეობითი ბიუჯეტის ფარგლებში“ დაფინანსებული...
Municipality of Marneuli
თანამონაწილეობითი ბიუჯეტით ახალი პროექტის განხორციელება დაიწ...
Municipality of Marneuli
ნეპოტიზმი თუ საჯარო სამსახურის მოკრძალებული ხიბლი
რადიო თავისუფლება
საზოგადოებრივი მაუწყებლის ანგარიში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სოციალური კამპანია "ჩაერთე და მართე" - სამოქალაქო საზოგადოებ...
Radio Atinati
არასამთავრობოებს ფინანსური ანგარიშების გამჭვირვალობის დეკლარ...
Radio Atinati
"სამოქალაქო ბიუჯეტი" - პროექტების და მათი განხორციელების დეტ...
Tv Dia