საზოგადოებრივი მაუწყებლის ანგარიში

16.07.2021

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის 2020 წლის ანგარიში განიხილეს. დეპუტატებს ანგარიში სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ, ირინა ფუტკარაძემ წარუდგინა. მისი თქმით, სხვა წლებისგან განსხვავებით ანგარიში დეტალურია და მასში ყველა გადაცემის შესახებ კონკრეტული ინფორმაციაა. აქცენტი გაკეთდა ტელესკოლაზე, ასევე არჩევნებზე და არჩევნების გასაშუქებლად ბი-ბი-სის წარმომადგენლის მიერ პირველი არხის ჟურნალისტებისთვის ტრენინგების ჩატარებაზე. ირინა ფუტკარაძემ ასევე ისაუბრა ბიუჯეტის კორექტირების მიზეზებზე, ტექნიკური გადაიარაღების მნიშვნელობაზე და ახალი შენობის მშენებლოლბის საკითხზე. განხილვა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა ანგარიში დადებითად შეაფასა, კენჭი უყარა და მხარი დაუჭირა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: