საზოგადოებრივი მაუწყებლის 2021 წლის ანგარიში
სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ კულტურის კომიტეტზე საზოგადოებრივი მაუწყებლის ანგარიში წარადგინა. ვასილ მაღლაფერიძის განცხადებით, 2021 წელს სატელევიზიო ეთერის 70 %-ს ორიგინალური ქართული პროდუქცია იკავებდა. აქედან გასართობი იყო 17 %, სპორტი - 16 %, საბავშვო ახალგაზრდული - 7 %, საზოგადოებრივ პოლიტიკური - 9 %, საინფორმაციო ასევე 9 %. შემეცნება, განათლება და კულტურა კი 32 %. მისივე ინფორმაციით, კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ მაუწყებლის პლატფორმებზე შემეცნებითი გადაცემების წილის გაზრდა, რეგიონების ცხოვრების მეტად ასახვა და არაპოლიტიკური სადისკუსიო სივრცის გაფართოებაა საჭირო. სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის განცხადებით, მაუწყებელი ფილმების მსხვილი მწარმოებელია. ამ დროისთვის უკვე შეიქმნა 40-მდე მხატვრული და დოკუმენტური ნამუშევარი. მისივე ინფორმაციით, მაუწყებელი უახლოეს პერიოდში აპირებს პარლამენტს კანონპროექტით მიმართოს, რომელიც ქართული ფილმების წარმოების დაფინანსებას უკავშირდება. ვასილ მაღლაფერიძემ ისაუბრა „ტელესკოლაზე“, რომელიც პანდემიის დროს შეიქმნა. ასევე ისაუბრა იმ გადაცემებზე, რომლებიც საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გადაიცემა. აქცენტი გაკეთდა ტექნიკურ გადაიარაღებაზე და ტელევიზიის ახალ შენობაში გადასვლაზე. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
საზოგადოებრივი მაუწყებლის 2021 წლის ანგარიში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საზოგადოებრივი მაუწყებლის 2021 წლის ანგარიში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საზოგადოებრივი მაუწყებლის 2021 წლის ანგარიში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის ანგარიში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საზოგადოებრივი მაუწყებლის ანგარიში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საზოგადოებრივი მაუწყებლის ანგარიში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ეროვნული ბანკის ანგარიშის მოსმენა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„კოალიცია თანასწორობისთვის“ 2021 წლის ანგარიში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster