საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის ანგარიში
პარლამენტში საზოგადოებრივი მაუწყებლის 2021 წლის ანგარიშის განხილვა გრძელდება. კულტურისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების შემდეგ, სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ ანგარიში დარგობრივი კომიტეტის სხდომაზე წარადგინა. ვასილ მაღლაფერიძის განცხადებით, 2021 წელს საზოგადოებრივი მაუწყებლის სატელევიზიო და რადიო ეთერის 70 %-ს ორიგინალური ქართული პროდუქცია იკავებდა. ინვესტიცია ჩაიდო მხატვრული და დოკუმენტური კინოს წარმოებაში. ასევე იწყება მხატვრული ფილმის გადაღება. ვასილ მაღლაფერიძემ დეტალურად ისაუბრა გადაცემებზე, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებლის ეთერში გადის. მათ შორის „ტელესკოლაზე“. მისი თქმით, „ტელესკოლამ“ პანდემიის დროს განათლების სისტემის ფუნქციონირებას ხელი შეუწყო და გაჩნდა ახალი საგანმანათლებლო პროგრამები. სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ კომიტეტის წევრებს ის შეფასებებიც გააცნო, რომელიც 2021 წელს საზოგადოებრივი მაუწყებლის მისამართით გაკეთდა. მათ შორის ეუთო-ოდირის შეფასება, რომლის თანახმადაც, საზოგადოებრივი მაუწყებელი მიუკერძოებლად და ობიექტურად აშუქებდა მოვლენებს და მეტ შესაძლებლობას აძლევდა პოლიტიკურ პარტიებს, ვიდრე სხვა არხები. ვასილ მაღლაფერიძემ მაუწყებლის ახალი შენობის მშენებლობის მიმდინარეობაზეც ისაუბრა, მისი თქმით, ერთ წელიწადში, არხი დაიწყებს ახალ შენობაში გადასვლას, პროცესი 2023 წლის ბოლოს დასრულდება, რაც მისი თქმით, არა მხოლოდ ტელევიზიისთვის, არამედ კინოინდუსტრიისთვისაც იქნება მნიშვნელოვანი. კოსტავას 68-ში მდებარე შენობაზე კი, ვასილ მაღლაფერიძის თქმით, ორ დღეში მორიგი აუქციონი გამოცხადდება. განხილვის შემდეგ ანგარიშს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის თავმჯდომარის ანგარიში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის თავმჯდომარის მოსმენა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის თავმჯდომარის მოსმენა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის თავმჯდომარის მოსმენა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობის ანგარიში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
წესიერად ილაპარაკე! - დაპირისპირება და ხმაური საზოგადოებრივი...
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia
საკომიტეტო მოსმენა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#მოამბე 21 საათზე, 22 დეკემბერი, 2023 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster