ნეპოტიზმი თუ საჯარო სამსახურის მოკრძალებული ხიბლი
#თავისუფლებისმონიტორი თავისუფლების მონიტორის პირველი ჟურნალისტური გამოძიება ეხება “ქართული ოცნების” მაღალჩინოსნების ოჯახის წევრების სახელმწიფო სამსახურებში დასაქმებას. “თავისუფლების მონიტორმა" შეისწავლა დეპუტატების, მინისტრების, მათი მოადგილეების, სსიპების ხელმძღვანელების დეკლარაციები. ჯამში 200-ზე მეტი დეკლარაციის შესწავლის შედეგად აღმოჩნდა, რომ 100 მაღალჩინოსნის ოჯახის წევრები სახელმწიფო სამსახურებში არიან დასაქმებულები. მათი ნაწილი საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმდნენ მას შემდეგ, რაც ოჯახის წევრები მაღალი თანამდებობის პირების გახდნენ, ნაწილი კი მანამდეც მუშაობდა თუმცა ოჯახის წევრების დაწინაურების შემდეგ, თანამდებობაზე თავადაც დაწინაურდნენ. ჯამში ყოველწლიურად მაღალჩინოსნების ოჯახის წევრების ანაზღაურებაზე მილიონნახევრაზე მეტი იხარჯება. სამოქალაქო სექტორის შეფასებით, “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონში არის ხარვეზები, რომელიც ხელისუფლების წარმომადგენებს საშუალებას აძლევთ ოჯახის წევრები ნეპოტიზმის ნიშნით დაასაქმონ. ხშირად ხდება მაღალჩინოსნების ოჯახის წევრების მრჩევლებად და ხელშეკრულებით დასაქმება, რისთვისაც კანონის მიხედვით არც საკვალიფიკაციო მოთხოვნები არსებობს და არც მათი სამსახურში აყვანის დასაბუთების აუცილებლობა. ასევე კონკურსებიც, რომელსაც სახელმწიფო სამსახურები აცხადებენ, ხშირ შემთხვევებში დარღვევებით ტარდება. სამსახურებიდან უკანონოდ გათავისუფლებულები და კონკურსებით უკმაყოფილო მოქალაქეები სასამართლოში ხშირად ჩივიან. მხოლოდ 2017 წელს“საერთშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” მიერ წარმოებულ საქმეებზე, სახელმწიფო უწყებებს ასეთი პირების მიმართ 600 000 ლარზე მეტის გადახდა დაეკისრა.
რადიო თავისუფლება-ის სხვა ვიდეოები
რა იციან რუსეთში ბუჩაზე და რას უყვება რუსული მედია...
„ყველაფერი ერთი შეცდომით იწყება“
საზღვაო სეზონი "ოკუპირებულ" ბათუმში
ცოლ-ქმარი, რომელიც წიგნებს წერს
"ეს საქმეები არის ხუხულასავით აგებული"
რა შენდება და რა ინგრევა მთაწმინდაზე
მოსკოვის მითები ნატოზე - პერსპექტივა
მითი #2: ჩინეთიდან ამანათების მიღება არ არის უსაფრ...
მსგავსი ვიდეოები
ნეპოტიზმი თუ საჯარო დისკუსია 14.09.2013
rustavi2business
ყოფილი საჯარო მოხელეების საქმეზე მოწმეები დაიკითხნენ
Radio Atinati
მრჩევლის ინსტიტუტი საქართველოში - ბიზნესკონტაქტი
IDFI Georgia
ახალი 9 | ნეპოტიზმი თუ პროფესიონ. | 18.01.13
GeoArchive
არის თუ არა ნეპოტიზმი პროკურატურაში
გამოკითხვა – უნდა გახდეს თუ არა ნეპოტიზმი დასჯადი?
Mtisambebi / მთის ამბები
ნეპოტიზმი ქართულ თავდაცვაში და ავღანური კამპანია, PKTV-ს 'ვე...
PK TV2
არაქართული ქართულის წინააღმდეგ! (გია კაჭარავას ფილმი) III სე...
Gia Kacharava