მრჩევლის ინსტიტუტი საქართველოში - ბიზნესკონტაქტი

14.04.2015 07:49

1 აპრილს IDFI-მ გამოაქვეყნა კვლევა "მრჩევლის ინსტიტუტი საჯარო დაწესებულებებში" (https://idfi.ge/ge/report-advisors-at...) რომელშიც გამოიკვეთა მრჩეველთა თანამდებობებზე ე.წ. ოდეერების კანონიერად დანიშვნისა და ნეპოტიზმის შემთხვევები, ასევე სხვა ტიპის ხარვეზებიც. ორგანიზაციის ანალიტიკოსი, ნატა ძველიშვილი: "ვერ მივიღეთ დეტალური ინფორმაცია, თუ ვინ არიან ის ადამიანები, რომლებიც მინისტრის მრჩევლის მოვალეობას ასრულებენ (ეკონომიკის სამინისტროში) საშტატო განრიგის თანახმად 2014 წელს მინისტრს ჰყავდა 7 მრჩეველი, 2015 წლისთვის ეს რაოდენობა გაიზარდა 10-მდე."

გაზიარება: