#BMG ანალიტიკა | ექსკლუზიური ინტერვიუ მაიკლ ჰონიგშტაინთან
საქართველოში აშშ - ის საელჩოს პოლიტიკური და ეკონომიკური მრჩევლის, მაიკლ ჰონიგშტაინის შეფასებით: 16:30 - "ყველა ნაბიჯი, რომელსაც ეროვნული ბანკი დგამს, შეიძლება პოპულარული არ არის, მაგრამ საქართველომ ძალიან დიდი სარგებელი მიიღო იმით, რომ მართვის სადავე ინფლაციასთან ბრძოლაში სწორედ საქართველოს ეროვნულ ბანკს ეჭირა" 16:45 - "ცენტრალურმა ბანკმა ბევრჯერ გაუძლო ცდუნებას, მოკლევადიანი შედეგებისთვის არ ებრძოლა, რადგან ეს შედეგები გრძელ ვადაში საქართველოს და მის ეკონომიკას აუცილებლად დააზიანებდა" 16:54 - "ერთი - ერთი მიზეზი რატომაც საქართველოს სუვერენული რეიტინგი სტაბილურიდან პოზიტიურისკენ გაუმჯობესდა ისიც იყო, რომ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები ენდობიან საქართველოს ეროვნულ ბანკს" 17:04 - "არის თუ არა ინფლაცია გაცილებით უფრო მაღლა, ვიდრე სამიზნე მაჩვენებელია? - არის. მსოფლიოს ძალიან ბევრ ქვეყანაშიც ასეა? - დიახ. მაგრამ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მოახერხა რეზერვების შენარჩუნება, ვალის სწორი მენეჯმენტი, ლარის მყარ ნიშნულზე შენარჩუნება მაშინ, როცა დოლარიც გამყარებულია – ამას, როგორც ყველაფერს, დადებითი და უარყოფითი მხარეც აქვს – მაგრამ, რომ შევაჯამოთ, თუ ვიტყვით, რომ საქართველო დღეს კარგ მდგომარეობაშია, ამაში საქართველოს ეროვნული ბანკის უდიდესი წვლილია" 18:22 - "საქართველოს მოქალაქეები შესაძლოა ვერც აცნობიერებენ, მაგრამ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები ნამდვილად ხედავენ, რამდენად ღირებული აქტივი იყო საქართველოსთვის ცენტრალური ბანკი ქვეყნისთვის ძალიან რთულ პერიოდებში. ვინც არ უნდა დაინიშნოს, ეს საზოგადოება აუცილებლად დასვამს კითხვას – არის კი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი დამოუკიდებელი? რამდენად გაუძლებს ის პოლიტიკურ ზეწოლას? რამდენად გაუძლებს ის ზეწოლას ბიზნესსექტორისგან, რომლებიც ასევე ხშირად ისწრაფვიან მოკლევადიანი სარგებლის მისაღებად?" 19:03 - "მნიშვნელოვანია, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გახდეს ადამიანი, რომლის პროფესიონალიზმშიც ეჭვი არავის ეპარება და თავისუფალია პოლიტიკური აფილირებისგან იმისთვის, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შეინარჩუნოს ის ნდობა, რაც ამ წლების განმავლობაში მოიპოვა"
National Bank of Georgia-ის სხვა ვიდეოები
გიორგი ლალიაშვილი სტუმრად "საქმის კურსში"
გიორგი ლალიაშვილი სტუმრად გადაცემაში "ეკონომიქსი"
განახლებული 100 ლარის ნომინალის ბანკნოტები მიმოქცე...
#განახლებულილარი: გაიცანი განახლებული 10 ლარი
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე 2022
რა უნდა იცოდეთ ეროვნული ბანკის შესახებ?
🎙 აკაკი წერეთელი კითხულობს ლექსს 'განთიადი', რომელ...
მსგავსი ვიდეოები
საქართველოს სავაჭრო ურთიერთობა აშშ-სთან - ექსკლუზიური ინტერვ...
Business Media Georgia
ექსკლუზიური ინტერვიუ - თურქი ბიზნესმენების პრობლემები საქართ...
Business Media Georgia
ექსკლუზიური ინტერვიუ ნიკა გილაურთან
Business Media Georgia
ექსკლუზიური ინტერვიუ - Fitch -ის შეფასება
Business Media Georgia
#BMG-ის ექსკლუზიური ინტერვიუ #EBRD-ის პრეზიდენტთან
Business Media Georgia
BMG-ის ექსკლუზიური ინტერვიუ მარკ კლეიტონთან
Business Media Georgia
#ForbesTalks გიორგი ისაკაძის ექსკლუზიური ინტერვიუ კავკასუს ო...
#Forbesკვირა: ექსკლუზიური #ინტერვიუ ,,ვიონი" ჯგუფის გენერალუ...
Business Media Georgia