ექსკლუზიური ინტერვიუ ნიკა გილაურთან
ანალიტიკის კიდევ ერთი ექსკლუზივი - ინტერვიუ საქართველოს ყოფილ პრემიერთან და ენერგეტიკის მინისტრთან, ნიკა გილაურთან. მან პრემიერის პოსტი სულ რაღაც 39 წლის ასაკში დატოვა. დღეს ის ხელმძღვანელობს რეფორმატიქსს - გლობალურ კომპანიას, რომელსაც თავად „მთელ მსოფლიოში ყველაზე მცირე ზომის გლობალურ კომპანიას“ უწოდებს, რომლის მთავარი ნიშიც საქართველოს რეფორმების ექსპორტზე გატანაა. ნიკა გილაურს მიაჩნია, რომ მთავარი, რაც საქართველოს რეფორმებს დღეს დანარჩენი განვითარებადი მსოფლიოსთვის რელევანტურად აქცევს, გლობალური ეკონომიკური ცვლილებებია - მისი თეორიის მიხედვით, ამას ეკონომიკური გადაწყობა ეწოდება, სადაც წამყვანი ტექნოლოგიური პროგრესია.”5-10 წლის წინ ინვესტორთა ფული საქართველოში და ყოფილი საბჭოთა სივრცის ქვეყნებსა თუ აღმოსავლეთ ევროპაში ბანდდებოდა. ამის მთავარი მიზეზი დაბალი გადასახადები და იაფი მუშახელი იყო. დღეს მხოლოდ ეს მოცემულობა საკმარისი აღარ არის. ტექნოლოგიები იმდენად მოგებიანი ხდება, რომ დღეს ინვესტორს ურჩევნია თავის ფული დააბანდოს, ვთქვათ, კალიფორნიაში, სადაც ერთ-ერთი უძვირესი უძრავი ქონებაა, სადაც ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მუშახელი ჰყავთ. მაგრამ მეორე მხრივ, კალიფორნიის მსგავს ადგილას დიდი ფულის შოვნის მეტი შანსია” - ასეთია ნიკა გილაურის ანალიზი. ამ ტრენდის პირობებში რეფორმატიქსის როლიც იზრდება: ამ სიტუაციაში ინვესტიციის მოზიდვა გარდაუვალი აუცილებლობაა - და არა მხოლოდ იმიტომ, რომ ქვეყანაში შემოდის ფული და ჩნდება დასაქმების შესაძლებლობები; პირველ რიგში იმიტომ, რომ ინვესტიციას მოაქვს ტექნოლოგიური ტრანსფერი. განვითარებადი ქვეყნები - მათ შორის, ყოფილი საბჭოთა სივრცის დიდი ნაწილი, აზიის უდიდესი ნაწილი, არაბული სამყარო და აღმოსავლეთ ევროპის ნაწილი - ეს ქვეყნები თვითონ არ ავითარებენ ტექნოლოგიებს. ისინი მოიხმარენ მათ. ნიკა გილაურს მტკიცედ სჯერა, რომ თუ მათ სურთ, მიიღონ ტექნოლოგიური ნოუ-ჰაუ, მაშინ მათ უნდა მოიზიდონ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები. რეფორმატიქსის როლიც სწორედ აქ იკვეთება: “ჩვენ ვეხმარებით მთავრობებს გაამარტივონ კანონები და რეგულაციები და შექმნან უკეთესი ბიზნესგარემო. ჩვენ ასევე ვეხმარებით მათ ფინანსური და ფისკალური ფორმულებით, რომლებიც მათ ქვეყნებს კიდევ უფრო მეტად მიმზიდველს გახდიან ინვესტორებისთვის” - ასეთია ნიკა გილაურის პოზიცია. #ექსკლუზიურიინტერვიუ #ნიკაგილაური
Business Media Georgia-ის სხვა ვიდეოები
როგორ ცვლის ჩვენ ცხოვრებას სოციალური მედია?
საით უნდა მიმართოს მარკეტინგული კამპანიები საქართვ...
რას წარმოადგენს ChatGPT-ის უახლესი ვერსია?
რას წარმოადგენს “ორთაჭალა ჰილსის” პროექტი?
რას წარმოადგენს "არქის" პრემიუმ კომპლექსი "არქი რი...
რას წარმოადგენს “დეკა დეველოპმენტი”?
რას წარმოადგენს NFT?
რას წარმოადგენს თიბისის ახალი პროდუქტი “განაწილება...
მსგავსი ვიდეოები
ექსკლუზიური ინტერვიუ ნიკა რურუასთან
Temur Chumburidze
ექსკლუზიური ინტერვიუ ნიკა მელიასთან - გზა ციხიდან სახლამდე
paqtebi. ge
მთავარი აქცენტები - ნიკა გვარამიას ექსკლუზიური ინტერვიუ ნიკა...
მთავარი არხი • Mtavari Arkhi
ექსკლუზიური ინტერვიუ საქართველოს კულტურის ყოფილ მინისტრ ნიკა...
IVERIA.BIZ
ექსკლუზიური ინტერვიუ მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძესთან გადაცემაში...
TV IMEDI
ნიკა გვარამიას ექსკლუზიური ინტერვიუ | ე.წ. ქოლცენტრების სქემ...
მთავარი არხი • Mtavari Arkhi
#ბიზნესპარტნიორი - ეროვნული ბანკი საბანკო რეგულაციების გაუქმ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ექსკლუზიური ინტერვიუ დაუჯდომლების ავტორ თინათინ გაგუასთან -...
PK TV2