გაეროს ქალთა ორგანიზაციამ სამოქალაქო მრჩეველთა ჯგუფთან შეხვედრა გამართა. ორგანიზაციის სიახლეები, ახალი აღმასრულებელი დირექტორი და საქართველოს ოფისის დეცენტრალიზების პროცესი, ეს მცირე ჩამონათვალია თემებისა, რომელთა გარშემოც შეხვედრა შედგა.
მოგეხსენებათ, მიმდინარეობს გაეროს ქალთა ორგანიზაციის გადახალისება და გაძლიერება. კავკასიაში გაეროს ქალთა ორგანიზაცია მხოლოდ ერთი არსებობს და ის საქართველოშია. როდესაც სტამბულის ოფისი გაიხსნება, ნაკლებად ვიქნებით ჩვენ ყირგიზეთის ოფისზე დამოკიდებულები. გადახალისების პროცესში საქართველოს ოფისის გაძლიერება და მისთვის. მეტი დამოუკიდებლობის მინიჭება იგეგმება.
როგორ გაგრძელდება ქალთა ორგანიზაციების განვითარება მილენიუმის პროგრამის შემდეგ ეტაპზე, ეს შეხვედრის ერთ-ერთი სადისკუსიო ნაწილი გახლდათ. მსგრადი განვითარების მიზნებთან დაკავშირებული პროცესების შესახებ გლობალურ და ადგილობრივ დონეზე, თამარ საბედაშვილმა ისაუბრა.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მრჩევლის ინსტიტუტს დადებითად აფასებენ. მათი განმარტებით, ეს საშუალებას აძლევთ, პროცესების დაგეგმარებაში მიიღონ მონაწილეობა.
2015 წლის შემდეგომ, მდგრადი განვითარების მიზნებთან დაკავშირებით, საკუთარი შემოთავაზება ჰქონდა გულიკო ბექაურსაც, რომელიც ახალციხის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის დოქტორია.
აღსანიშნავია, რომ გაეროს ქალთა ორგანიზაცია, 2010 წელს დაარსდა. მისი ოფისი საქართველოშიც არსებობს და მჭიდრო თანამშრომლობა აქვს გენდერის საკითხზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებთან. როგორც ისინი მიიჩნევენ, საქართველოს ოფისის გაძლიერება, გენდერული მეინსტრიმინგის თვალსაზრისით, ქვეყნისათვის ბევრი სასიკეთო ცვლილების მომტანი იქნება.
@vasasi | http://fb.com/vasasisblog
http://www.vasassi.com/