17 მაისი თბილისში

05/19/2013
Tamara Karelidze-ის მიერ

ეს შარშან, ჰომოფობიის დღეს მომხდარი შემთხვევაა. რამდენიმე ლგბტ აქტივისტს, რომლებიც ტრანსფარანტებით ფილარმონიიდან პუშკინის სკვერამდე მსვლელობას გეგმავდნენ, სამღვდელოებისა და მრევლის ნაწილმა, ამის საშუალება არ მისცა. ხელჩართული ჩხუბისას, რამდენიმე ადამიანი დაშავდა, პოლიციას, ზოგიერთი მათგანის დაკავებაც მოუწია.
ეს წლევანდელი 17 მაისია. დამტვრეული ავტობუსებით, ქვებითა და ჭინჭრით ხელში მსვლელობით და დაშავებული ადამიანებით. მზადება ამ დღისთვის, ლგბტ აქტივისტებთან ერთად, მრევლისა და ეკლესიის წარმომადგენელთა ნაწილმა, დიდი ხნით ადრე დაიწყო:
მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებმა ჰომოფობიის დღისადმი მიძღვნილ აქციაზე ნეიტრალური პოზიცია დააფიქსირა, საპატრიარქომ მოითხოვა, რომ აქციის ჩატარების ნებართვა არ გაცემულიყო. მრევლისა და სასულიერო პირების ნაწილის თქმით, ისინი ლგბტ აქტივისტებს რუსთაველზე გავლის საშუალებას არ მისცემდნენ. ისინი პარლამენტის შენობასთან ღამითაც შეიკრიბნენ.
მიუხედავად იმისა, რომ ტერიტორია პოლიციელებით იყო სავსე, არასამთავრობოების შეფასებით, მათ ადამიანთა უსაფრთხოება ვერ უზრუნველჰყვეს. ქვების სროლისას და ჭყლეტვისას, მოქალაქეებთან ერთად, პოლიციელებიც დაშავდნენ.
მხარეები მეორედ, ამჯერად - კანცელარიასთან შეიკრიბნენ. აქციამ მცირე ინციდენტების ფონზე, თუმცა, მშვიდად ჩაიარა. ჰომოფობიის წინააღმდეგ მიძღვნილ დღეს საქართველოში, საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა. მოქალაქეები კი მომხდარს სხვადასხვაგვარად აფასებენ:
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 17 მაისის ინციდენტზე გამოძიება უკვე მიმდინარეობს. რუსთაველზე განვითარებული მოვლენების გამო, ქართული და საერთაშორისო საზოგადოების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ პოლიციამ საკუთარი მოქალაქეები ვერ დაიცვა.

@vasasi | http://fb.com/vasasisblog
http://www.vasassi.com/