ერაყის დელეგაციის ვიზიტი

13.11.2013 05:42

საქართველოს ერაყიდან დელეგაცია ესტუმრა. სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისაგან შედგენილ გუნდს, საქართველოს იმ გამოცდილების გაზიარება სურს, რომელიც გაეროს რეზოლუცია 1325-ს ეხება. დელეგაციის მასპინძელი ქალთა პოლიტიკური რესურსცენტრი გახლავთ. ლიკა ნადარაიას თქმით, ორგანიზაცია პარტნიორია ევროპული ფემინისტური ინციატივისა, რომელიც მსგავს საკითხებს კურირებს. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა შეხვედრები სახელმწიფო უწყებებთანაც. არაბული დელეგაცია საქართველოში, ევროპის ფემინისტური ინიციატივის მხარდაჭერით ჩამოვიდა. ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, ვიზიტი მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც ის ერაყში, ქალთა უფლებებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების პროცესში, გარდამტეხ ეტაპს წარმოადგენს. შეხვედრას, ერაყის სამთავრობო სექტორის გარდა, არასამთავრობო სექტორიდანაც ესწრებოდნენ. სუზან ააროფი ჩვენთან იმ პრობლემებზე საუბრობს, რომლებიც ერაყელ ქალებს უდგათ. შეხვედრას, ქართული არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, სახელმწიფო უწყებებიდანაც ესწრებოდნენ. გაეროს 13-25 რეზოლუცია საქართველომ 2011 წელს მიიღო. რუსუდან კერვალიშვილი მაშინ პარლამენტის წევრი იყო. მისი თქმით, დოკუმენტის მიღებასთან ერთად, მისი იმპლიმენტაციის პროცესია მნიშვნელოვანი. რუსუდან კერვალიშვილი ამბობს, რომ ბიუჯეტში მკაფიოდ უნდა იყოს გაწერილი ყველა აქტივობა და მონიტორინგის შესაძლებლობაც უნდა არსებობდეს. ერაყის დელეგაცია საქართველოში 16 ნოემბრამდე დარჩება. ამ დროის განმავლობაში, მათ ხელისუფლების სხვადასხვა ეშელონებთან შეხვედრები აქვთ დაგეგმილი. @vasasi | http://fb.com/vasasisblog http://www.vasassi.com/

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ერაყის რამდენიმე ქალაქში კომენდანტის საათი გამოაცხადეს
00:46

ერაყის რამდენიმე ქალაქში კომენდანტის საათი გამოაცხადეს

PalitraNews

ერაყის ომიდან 15 წელი გავიდა
02:08

ერაყის ომიდან 15 წელი გავიდა

ამერიკის ხმა

ერაყის ციხეში მყოფი საქართველოს მოქალაქის შვილები თბილისში ჩამოიყვანეს
04:05

ერაყის ციხეში მყოფი საქართველოს მოქალაქის შვილები თბილისში ჩ...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ერაყის ციხეში მყოფი საქართველოს მოქალაქის შვილები თბილისში ჩამოიყვანეს
00:30

ერაყის ციხეში მყოფი საქართველოს მოქალაქის შვილები თბილისში ჩ...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ერაყის დედაქალაქ ბაღდადში მასშტაბური საპროტესტო გამოსვლების დროს ორი ადამიანი დაიღუპა
00:29

ერაყის დედაქალაქ ბაღდადში მასშტაბური საპროტესტო გამოსვლების...

PalitraNews

ერაყის პრემიერის თქმით, “ისლამური სახელმწიფო“ ერაყში აღარ იარსებებს
00:21

ერაყის პრემიერის თქმით, “ისლამური სახელმწიფო“ ერაყში აღარ ია...

Music Box

საჰაერო თავდასხმა ერაყის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე სამხედრო ბაზაზე
00:25

საჰაერო თავდასხმა ერაყის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე სამხედრო ბ...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ერაყის ქალაქ ქარაიაში მომხდარი აფეთქების შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
00:43

ერაყის ქალაქ ქარაიაში მომხდარი აფეთქების შედეგად 6 ადამიანი...

PalitraNews

ყველა ვიდეო