შეხვედრა მერიაში
შეხვედრა პროექტის ფარგლებში, რომელიც დევნილთა უფლებრივი მდოგმარეობის მოგვარებას ემსახურება, ამჯერად, თბილისის მერიაში შედგა. ერთი ფანჯრის პრინციპით ის პროექტია, რომლის მიზანიც, დევნილი და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის პრობლემების, მარტივი გზებით მოგვარების მცდელობაა. დევნილთა საკითხების განხილვის კუთხით, ეს თბილისის მერიასთან პირველი შეხვედრა იყო. პასუხისმგებელ პირებს წარედგინათ ცხრა შემთხვევა, რომელიც, ქალთა საინფორმაციო ცენტრის მიერ, დედაქალაქის მასშტაბით იქნა მოკვლეული. როგორც თბილსის ვიცე-მერმა ქალთა საინფორმაციო ცენტრთან საუბარში აღნიშნა, კონკრეტულად დევნილებისათვის უწყებას ცალკეული პროგრამები არ აქვს. სევდია უგრეხელიძის განმარტებით, ამის მიუხედავად, საკითხთა გადაწყვეტისას პრიორიტეტი, მაინც დევნილებს ენიჭებათ. შეხვედრას, თბილისის მერიის წარმომადგენლების გარდა, სხვადასხვა სამინისტროებიდანაც ესწრებოდნენ. მათ შორის იყვნენ დარახველიძის უწყებიდანაც, რომელთაც, თითქმის, ყველა შემთხვევის განხილვა მოუწიათ. შეხვედრას თავად დევნილებიც ესწრებოდნენ. საკუთარი პრობლემები მათ უწყებებს, თავად წარმოუდგინეს. შეხვედრა ნაყოფიერად შეაფასეს მერიის წარმომადგენლებმა. მამუკა ქაცარავას თქმით, შეხვედრა კოორდინაციისა და ინფორმაციის გაცვლის თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი იყო. ორგანიზატორები კი ფიქრობენ, რომ ღია ფანჯრის პრინციპით შეხვედრები, აქტიურ ქმედებებში თავად უწყებებსაც დაეხმარებათ. აღსანიშნავია, რომ პრობლემების მოსაგვარებლად, ქალთა საინფორმაციო ცენტრი, ერთი ფანჯრის პრინციპს, 2010 წლიდან იყენებს. მისი მიზანი ყველა პასუხისმგებელი პირის ერთად შეკრება და მათთვის დევნილთა პრობლემების გაცნობაა. პროექტი „"ქალები თანასწორობის, მშვიდობისა და განვითარებისათვის საქართველოში, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ, ქალთა საონფორმაციო ცენტრსა და ფონდ ტასოსთან პარტნიორობით ხორციელდება.@vasasi | http://fb.com/vasasisblog http://www.vasassi.com/
მსგავსი ვიდეოები
შეხვედრა მერიაში
TV 25
შეხვედრა მერიაში
Tabula ტაბულა
შეხვედრა მერიაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შეხვედრა მერიაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შეხვედრა მერიაში ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობის შესახებ
ჟურნალი ლიბერალი
შეხვედრა მერიაში 01- 06- 2016
TV4. ge
ბლოგი #1 - მარნეული (შეხვედრა მერიაში და დაწყება)
Umbrella • ამბრელა
თბილისი გენგეგმა - შეხვედრა მერიაში
TV Pirveli