ემიგრაციაში მყოფი პოეტი ქალები
საქართველოს ქალთა საბჭომ, მისი არსებობის 65 წლისთავთან დაკავშირებით, ღონისძიებათა ციკლი გამართა. XIX-XX საუკუნის მწერალ და საზოგადო ქალების ფოტოგამოფენა, ხსოვნის საღამო, შეხვედრა ემიგრაციაში მყოფ პოეტ ქალებთან.. ეს აქტივობათა მცირე ჩამონათვალია. შეხვედრა, რომელიც საჯარო ბიბლიოთეკაში შედგა, ემიგრაციაში მყოფ პოეტ ქალებთან საუბარს ისახავდა მიზნად. ღონისძიებაზე თამარ ლომიძეც იმყოფებოდა. ის პოეტურ კრებულ „სამშობლოს სურნელზე" მუშაობს, რომელშიც ემიგრაციაში მყოფი პოეტი ქალების ლექსები იქნება თავმოყრილი. შეხვედრას ამერიკაში მცხოვრები ქალბატონებიც ესწრებოდნენ. მზია გაბოშვილი და ლაურა ჩოხელი, 14 წელია, შეერთებულ შტატებში ცხოვრობენ. მათი თქმით, ემიგრაციაში ყოფნის სირთულის გადატანაში, ქართულ-ამერიკული კულტურის სახლი ეხმარებათ, სადაც ისინი, სამუშაოსგან თავისუფალ დროს მღერიან. ღონისძიებას სკაიპის საშუალებით, ემიგრაციაში მყოფი არაერთი პოეტი ქალი შემოუერთდა. ისინი, ძირითადად, შეერთებულ შტატებსა თუ საბერძნეთში ცხოვრობენ და ოჯახებს საზღვარგარეთიდან ეხმარებიან. შეხვედრის ბოლოს საქართველოს ქალთა საბჭომ, ღონისძიების მონაწილეებს, სამახსოვრო სიგელები გადასცა. @vasasi | http://fb.com/vasasisblog http://www.vasassi.com/
მსგავსი ვიდეოები
23 10 13 ემიგრაციაში მყოფი პოეტი ქალები
WIC ORG
ემიგრანტი პოეტი თამარ ცარციძე PKTV-ის "ემიგრანტულ ცის ქვეშე...
PK TV2
ჟურნალისტების: ალა ზენკოს და ქეთი სესიაშვილის პოეზიის საღამო...
PK TV2
საქველმოქმედო ფონდი "ერთად შევძლებთ" პირველი აქცია
Mziko Inasaridze
ემიგრაციაში მყოფი ადამიანების ხვედრი უმძიმესია - გიორგი ფხაკ...
გიორგი ფხაკაძე #drpkhakadze
მერაბიშვილები ემიგრაციაში მყოფი .
daviti merabishvili
როგორ მოვიქცეთ ემიგრაციაში მყოფი ქრისტიანები? #დეკანოზიგიორგ...
არბოს წმინდა გიორგის სამრევლო
ფონდი “სავსე გულით” პატიმრების და ემიგრანტების დასახმარებლად
შუადღე GDS / shuadge GDS