საქველმოქმედო ფონდი \"ერთად შევძლებთ\" ფონდის ერთ-ერთი პირველი ადამიანის დახმარებისათვის გაერთიანდა, ბარბარეს (ვანდას) დასახმარებლად. სამწუხაროდ,ფონდმა ვერ მოასწრო თანხის შეგროვება და ბარბარე სიმსივნის მძიმე სენით გარდაიცვალა და სამი შვილი დედის გარეშე დარჩა.
ამ ამბის შემდეგ, ფონდმა დაისახა მიზნად პირველი შეგროვილი თანხა სწორედ ამ ოჯახისათვის გადაეცა. 21 აპრილს პირველი საქველმოქმედო დახმარება გაუწია ბარბარეს მრავალშვილიან ოჯახს, ფონდს გვერდით დაუდგა საზღვარგარეთ ემიგრაციაში მყოფი ქალბატონი,რომელმაც პირდაპირ დაასახელა ადრესატი მამა პანტელეიმონის ოჯახი,რომელიც ბარბარეს გარდაცვალების შემდეგ სოციალურად გაჭირვებაში ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს. აღნიშნული თანხით შ.პ.ს დაგი ფასდაკლებით შეძენილი იქნა საყოფაცხოვრებო ტექნიკა გაზქურა და პურის საცხობი, პიცისა და ნამცხვრის სახლმა L\u0026S პატარებს მოუტანა ტკბილეული, კვების ობიექტი \"კაი პონტი\" საკვები, ახალციხის თოჯინების თეატრმა ბავშვების გასამხიარულებლად თოჯინების ფორმები გადმოგვცა, ყვავილების მაღაზია \"ლოს ყვავილები\" ბუშტებით და გაფორმებებით შემოუერთა, მრავალშვილიან ოჯახის პატარების გასამხიარულებლად ფონდის ახალგაზრდული გუნდი ზრუნავდა.
ახალციხეში უამრავი ასეთი სოციალურად დაუცველი ოჯახი ცხოვრობს, რომლებიც სახელმწიფოსგან იღებენ დახმარებას, საკმარისი არ არის.
მათი ყოველდღიური ყოფა მძიმეა. ამიტომ საზოგადოების თანადგომა ამ ადამიანებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია.
საქველმოქმედო ფონდი “ერთად შევძლებთ ” რამდენიმე თვის წინ ჩამოყალიბდა. მიუხედავად მცირე პერიოდისა, ფონდმა პირველი მნიშვნელოვანი საქველმოქმედო აქცია უკვე განახორციელა.
“ჩვენი მიზანი იყო, ფონდის შესაძლებლობებიდან გამომდინარე, დავხმარებოდით მამა პანტელეიმონის ოჯახს,რადგან ფონდის დაარსების მიზეზი მამაოს მეუღლის ბარბარეს ავადმყოფობასთან ბრძოლის შესაგროვებელი თანხა იყო. ფონდის საბჭოს წევრების საერთო გადაწყვეტილებით ჩავთვალეთ, რომ პირველი შეგროვილი თანხიდან ამ მრავალშვილიან ოჯახს დავხმარებოდით. რასაც ამ ადამიანებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენ მათ საჭირო საყოფაცხოვრებო ტექნიკა და საკვები პროდუქტები გადავეცით. რა თქმა უნდა, საქველმოქმედო აქციების განხორციელებას მომავალშიც გავაგრძელებთ. ჩვენი ფონდი ისევ დაეხმარება,” - გვითხრა საქველმოქმედო ფონდი “ერთად შევძლებთ ” თავმჯდომარემ ბიძინა (ბიბი) გოგოლაძემ.
“ერთად შევძლებთ” ერთადერთი საქველმოქმედო ფონდია რეგიონში, რომელიც მრავალპროფილიანია და არ აქვს პრიორიტეტად, კონკრეტულად რომელ ოჯახს ან ადამიანს დაეხმარება. ფონდს ჰყავს საბჭო და წარმომადგენლები საგანმანათლებლო დაწესებულებებში, რომელთანაც გაივლიან კონსულტაციას და ფონდში შესული თანხით არაერთი საქველმოქმედო აქცია განხორციელდება.
#ერთადშევძლებთ