ბიბლიოთეკა პანკისში

03/20/2014
Tamara Karelidze-ის მიერ

ქვემო ხალაწანში ამ შენობასთან დილიდან ხალხმრავლობაა. ადგილობრივები თბილისიდან სტუმრებს ელოდებიან. ქალთა საინფორმაციო ცენტრის დახმარებით, ადგილზე ბიბლიოთეკა იხსნება. წიგნები პირველ ეტაპზე, ეროვნული ბიბლიოთეკიდან ჩამოიტანეს.
ბიბლიოთკის გახსნის იდეა ქალთა საინფორმაციო ცენტრის მიერ, პანკისის ხეობაში მცხოვრებ ქალებთან გამართული საკონსულტაციო შეხვედრების დროს გამოიკვეთა. მონაწილეებმა სურვილი განათლების დონისა და ინფორმირებულობის გაუმჯობესებით ახსნეს.
ბიბლითეკა ქვემო ხალაწნის გარდა, დამატებით, ხუთ სოფელს მოემსახურება. ადგილი ბიბლიოთეკისათვის გამგეობის შენობაში გამოიყო. მოსახლეობა ამბობს, რომ ეს, განსაკუთრებით, ბავშვებისათვის, ბევრ სირთულეს მოხსნის.
ბიბლიოთეკის გახსნას ახმეტის მუნუციპალიტეტიდანაც დაესწრნენ. როგორც გამგებლის მოადგილემ აღნიშნა, ბიბლიოთეკებისა და საინფორმაციო ცენტრების გაკეთება სოფლებში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. სამომავლოდ კი, ინტერნეტის შეყვანაც იგეგმება, რათა მოსახლეობას ინფორმაციაზე წვდომის მეტი არჩევანი ჰქონდეს.
აღსანიშნავია, რომ წიგნების მარაგი, რომელიც ქვემო ხალაწნის ბიბლიოთეკაში განთავსდა, პერიოდულად შეივსება. ეროვნული ბიბლიოთეკის გარდა, ქალთა საინფორმაციო ცენტრი, გამომცემლობებთან თანამშრომლობასაც გეგმავს, რათა ადგილობრივებს ახალი წიგნების გაცნობის საშუალებაც მიეცეთ.

@vasasi | http://fb.com/vasasisblog
http://www.vasassi.com/